ილონ მასკმა ბილ გეითს გადაუსწრო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა | Allnews.Ge

ილონ მასკმა ბილ გეითს გადაუსწრო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა

Tesla-ს თანადამფუძნებელმა ილონ მასკმა სიმდიდრით ბილ გეითს გადაუსწრო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 49 წლის მეწარმის ქონება წელს 100.3 მილიარდი დოლარით, 127.9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც „ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში“ რეკორდული ზრდაა. რაც შეეხება კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელს, ბილ გეითს, მისი ქონება ამ დროისთვის 127.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბლუმბერგის რეიტინგში ლიდერი კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია.