Jellyfish Barge- როგორ გამოიყურება მცურავი ფერმა, რომელიც იტალიაში შექმნეს | Allnews.Ge

Jellyfish Barge- როგორ გამოიყურება მცურავი ფერმა, რომელიც იტალიაში შექმნეს

მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპის ფონზე, 2050 წლისთვის სურსათზე მოთხოვნა 60-70%-ით მეტი იქნება, ვიდრე დღეს. ამის პარალელურად კი სახნავი მიწებისა და წლის დეფიციტი შეიქმნება. მანამდე, სანამ მსოფლიო გლობალურ სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, აუცილებელია პრობლემის მოგვარება.

როგორც Agroexpert.md წერს, კლიმატის ცვლილებების გამო, სოფლის მეურნეობა უკვე საფრთხის წინაშეა.

ისეთი მოვლენები, როგორიცაა ზღვის დონის აწევა, ზოგიერთ რეგიონში იწვევს წყალდიდობას ნაყოფიერ მიწებში, ამინდი კი გარკვეული კულტურების მოყვანას ართულებს.

სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სოფლის მეურნეობაში ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძებნა, მაგალითად ისეთის, როგორიც მცურავი სათბურია. მას შეუძლია "დრო მისცეს" ბუნებას მოძლიერებისთვის.

კომპანიებმა Studiomobile და Pnat იტალიაში ფერმა სახელწოდებით Jellfish (მედუზა) შექნეს, რომელის სპეციალურად სანაპირო ადგილებისთვისაა. სათბური მოდულებით, ხელს უწყობს მცენარეების მოყვანას მტკნარი წყლისა და ნიადაგის გარეშე. ინოვაციური ფერმა მზის ენერგიას იყენებს მარილაინი, დაბინძურებული წყლის გასაწმენდად. მას შეუძლია დაახლოებით, 150 ლიტრი სუფთა წყლის წარმოება, რომელითაც შემდგომ სათბური მარაგდება.

როგორც პროექტის შემქმნელები აცხადებენ, ეს არის იაფი ტექნოლოგია და ის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ბევრი ფული არ აქვთ.

მოდულს აქვს ხის ფუძე, რომლის ფართობია 70 კვ. მ-ია. ამასთან, ის ცურავს 96 გადამუშავებულ პლასტმასის კასრზე და იჭერს მინის სათბურს, სადაც კულტურები იზრდება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz