როგორი იქნება 5-ადგილიანი მფრინავი ტაქსები, რომლებიც გერმანიაში მალე გამოჩნდებიან | Allnews.Ge

როგორი იქნება 5-ადგილიანი მფრინავი ტაქსები, რომლებიც გერმანიაში მალე გამოჩნდებიან

გერმანულმა კომპანია Lilium-მა საზოგადოებას ხუთადგილიანი მფრინავი ტაქსი წარუდგინა. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, პროტოტიპმა ახლახანს გაიარა ტესტირება, ის დამუკიდებლად აფრინდა, გაჩერდა ჰაერში და მიწაზეც წარმატებით დაეშვა.

ელექტროენერგიით მოძრავი მანქანა, 300 კმ-ს საათში დაფარავს. "ლილიუმის" დამფუძნებელმა საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ შექმნან ახალი და განსაკუთრებული პროდუქტი: "ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო, ორ ადგილიანი ტაქსის მოდელები გაგვეუმჯობესებინა და ახლა, ჩვენი მფრინავი ტაქსი 5 ადამიანზეა გათვლილი. ეს კი მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს".  

ახალი ტაქსის დახასიათებისას, ცნობილი გახდა, რომ მფრინავ ტაქსს 36 ელექტროძრავი ამუშავებს, ამიტომაც აფრენისას და დაშვებისას ის ვერტიკალურად იმოძრავებს. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მანქანის ერთი სრული დამუხტვა, მას 1 საათიან ფრენას შეასრულებინებს.   "ლილიუმის" წარმომადგენლები, იმედოვნებენ, რომ 5 ადგილიან მფრინავ ტაქსებს წარმოებაში მომდევნო წლიდან ჩაუშვებენ. როგორც ცნობილია, მფრინავი ტაქსების მოდელის დახვეწაზე მუშაობენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა Airbus და Uber.