ინოვაცია ტრანსპორტის ინდუსტრიაში- Virgin Hyperloop-მა ვაკუუმური კაფსულით მგზავრები პირველად გადაიყვანა | Allnews.Ge

ინოვაცია ტრანსპორტის ინდუსტრიაში- Virgin Hyperloop-მა ვაკუუმური კაფსულით მგზავრები პირველად გადაიყვანა

კომპანია Virgin Hyperloop-მა ვაკუუმური კაფსულით მგზავრები პირველად გადაიყვანა. მისი პირველი მზავრები კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. BBC-ის ინფორმაციით, კაფსულამ საცდელ ტრასაზე 172 კმ.სთ. სიჩქარის განვითარება შეძლო. მატარებელმა 500 მეტრიანი მონაკვეთის გავლა 15 წამში შეძლო.

აღსანიშნავია, რომ Virgin Hyperloop ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც მსგავს სისტემაზე მუშაობს. Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა ვაკუუმური კაფსულის სისტემის განვითარების შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, თუმცა პირველი სატესტო მგზავრობა მაინც Virgin Hyperloop-მა განახორციელა. მასკის თქმით, ის მუშაობს იდეაზე, რომლის მიხედვითაც ნიუ-იორკიდან ვაშინგტონამდე მგზავრობას მხოლოდ 29 წუთი დასჭირდება.