ფემარნბელთი- ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი მსოფლიოში, რომელიც გერმანიასა და დანიის კუნძულს დააკავშირებს | Allnews.Ge

ფემარნბელთი- ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი მსოფლიოში, რომელიც გერმანიასა და დანიის კუნძულს დააკავშირებს

გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მასშტაბური წყალქვეშა გვირაბის მშენებლობა დაიწყო, რომელიც კონტინენტურ ევროპას დანიის კუნძულ ლოლანდს დაუკავშირებს. გვირაბის სიგრძე 18 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 2029 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიარდი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით გერმანიასა და დანიის კუნძულს შორის ბორანი მოძრაობს. რომელსაც ერთი გზის გასავლელად 45 წუთი სჭირდება. გვირაბების დასრულების შემდეგ კი ამ მანძილის გავლა 10 წუთში გახდება შესაძლებელი.

ფემარნბელთის გვირაბში  საავტომობილო ზოლები და სპეციალური მატარებლის გვირაბები ორივე მიმართულებისთვის მოეწყობა, რაც დიდი მგზავრთა გადაადგილების რაოდნეობას მაქსიმალურად გაზრდის. ექსპერტების მტკიცებით, ახალი გვირაბის აშენება რეგიონის ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება და ტვირთბრუნვას რამდენჯერმე გაზრდის.