თელ-ავივში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დასამუხტი სადენების გარეშე ივლის | Allnews.Ge

თელ-ავივში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დასამუხტი სადენების გარეშე ივლის

ისრაელის ქალაქი თელ-ავივი გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში, სადაც ელექტროენერგიაზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასამუხტად სადენები საჭირო აღარ იქნება.

CNN-ის ინფორმაციით, პროექტზე თელ-ავივის მუნიციპალიტეტი და კომპანიები- ElectReon და  Dan Bus Company ერთობლივად მუშაობენ.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად ამ პრინციპით თელ-ავივის უნივერსიტეტსა და რკინიგზის სადგურ Klatzkin-ს შორის არსებული 2-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი მოეწყობა. პროექტის წარმატების შემთხვევაში კი, ის მთელი ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ასფალტის ქვეშ სპილენძის სპეციალურ მილებს გაიყვანენ, რომლის მეშვეობითაც ავტობუსების ელექტროენერგიით დამუხტვა სადენების გარეშე, მათი გადაადგილების დროს მოხდება.

„ჩვენ მიზანია კლიმატის ცვლილებას უფრო მომზადებულები შევხვდეთ და გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ. ტრანსპორტის უსადენოდ დამუხტვა კი ბუნებას ნაკლებად აზიანებს. თუ საპილოტე ვერსია იმუშავებს, ტრანსპორტის სამინისტროსთან ერთად ჩვენ მას მთელი ქალაქის მასშტაბით განვავრცობთ“- აცხადებს ქალაქის მერი რონ ჰულდაი.

როგორც ცნობილია, ამჟამად თელ-ავივში ასფალტის ქვეშ სპილენძის მილების გაყვანა უკვე დაწყებულია და გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულებას 2 თვეზე ნაკლები დასჭირდება.