აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამო Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამების განთავსება დროებით შეჩერდება | Allnews.Ge

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამო Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამების განთავსება დროებით შეჩერდება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამო Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამების განთავსება დროებით შეჩერდება- ამის შესახებ განცხადება კომპანიის წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათი მტკიცებით, რეკლამების განთავსება სოციალურ ქსელში არჩევნების დღემდე 1 კვირის განმავლობაში იქნება აკრძალული, რათა რეკლამებმა მოქალაქეები შეცდომაში არ შეიყვანოს და არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოახდინოს.

კომპანიის განმარტებით, პოლიტიკური განცხადებების გარდა, სხვა ნებისმიერი სახის რეკლამა ამ პერიოდში დასაშვები იქნება. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.