SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა | Allnews.Ge

SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა

SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა. BBC-ის ინფორმაციით, ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი დედამიწაზე კოსმოსურ სადგურზე ორთვიანი ყოფნის შემდეგ დაბრუნდნენ.

ეკიპაჟის წევრებმა Crew Dragon-ი ფლორიდის სანაპიროსთან, ოკეანეში წარმატებით დასვეს.

SpaceX-სა და NASA-ს საერთო პროექტი წარმატებული აღმოჩდა. როგორც უცხოური მედია წერს, ეს ამერიკული კოსმოსური პროგრამის ახალი ეპოქის დასაწყისია.

ცნობისთვის, SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი ჩრეწ Dრაგონ-ი 30 მაისს გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მას აშშ-ის პრეზიდენტიც ადევნებდა თვალს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიწიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

myquiz