კორონავირუსის გამო Amazon-მა დისტანციურად მუშაობის რეჟიმი 2021 წლის 8 იანვრამდე გაახანგრძლივა | Allnews.Ge

კორონავირუსის გამო Amazon-მა დისტანციურად მუშაობის რეჟიმი 2021 წლის 8 იანვრამდე გაახანგრძლივა

კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკულმა უმსხვილესმა კომპანია Amazon-მა თანამშრომლებისთვის დისტანციურად მუშაობის რეჟიმი 2021 წლის 8 იანვრამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას CNBC კომპანიის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"იმ თანამშრომლებს, რომლებსაც დისტანციურ რეჟიმში სამუშაოს ეფექტურად შესრულება სახლიდანაც შეუძლიათ ვთავაზობთ სახლიდან მუშაობა 8 იანვრამდე გააგრძელონ"-აცხადებენ ისინი.

აღსანიშნავია, 2020 წლის ბოლომდე დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე დარჩენას Gოოგლე და Fაცებოოკ-ც აპირებენ.