Twitter-ი მილიონობით არააქტიურ პროფილს წაშლის | Allnews.Ge

Twitter-ი მილიონობით არააქტიურ პროფილს წაშლის

პოპულარული სოციალური ქსელი Twitter-ი იწყებს არააქტიური გვერდების წაშლას. კომპანიის განცხადებით, გაუქმდება ყველა ის გვერდი, რომელიც არაა აქტიური ბოლო 6 თვის განმავლობაში. არააქტიური მომხმარებლების ანგარიშების წაშლა 11 დეკემბრიდან დაიწყება.

გაუქმების სიაში მოხვდება ის ანგარიშები, რომლის მომხმარებლები ან გარდაიცვალნენ და მისი ანგარიშით სარგებლობის უფლება სხვა პირებს აქვთ ან უბრალოდ უფუნქციოდაა ბოლო თვეების განმავლობაში.

ცნობისათვის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა Twitter მოახდენს დიდი ოდენობით არააქტიური ანგარიშების წაშლას. პირველ რიგში, წაშლის კამპანია დაიწყება შტატებს ფარგლებს მიღმა გახნილი ანგარიშებით. კომპანიის განცხადებითვე ის მომავალში წაშლის ისეთ ანგარიშებს, სადაც მომხმარებლები იშვიათად შედიან, თუმცა არაფერს პოსტავენ.

კომპანიამ უკვე დაუგზავნა იმ მომხარებლებს ელექტრონული ფოსტით წერილები, რომელთა ანგარიშები წაიშლება. მათ არ დაუკონრკეტებიათ, თუ რა რაოდენობის ანაგრიშების წაშლაზეა საუბარი, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ წაშლას დაექვემდებარება მილიონობით უმოქმედო გვერდი.

სექტემბრის მონაცემებით Twitter-ს ჰყავს 145 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი.

bpn.ge

myquiz