ქართველი ბიჭი, რომელიც მალე "ამაზონში" იმუშავებს | Allnews.Ge

ქართველი ბიჭი, რომელიც მალე "ამაზონში" იმუშავებს

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.

საბა გოგოლიძეს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან დაიწყებს.

„ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი წლის მივდივარ და შემდეგ ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. სამუშაოს 14 ოქტომბრიდან ვიწყებ, თუმცა რისი გაკეთება მომიწევს ჯერ მეც არ ვიცი.

„ამაზონის“ წარმომადგენლები საქართველოში იყვნენ ჩამოსულები და ამიერკავკასიაში დაქირავების ივენთს ატარებდნენ. ივენთზე მონაწილეობის გამო სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც იყვნენ ჩამოსულები“, - აღნიშნა გოგოლიძემ.

მისი თქმით, კომპანიიდან linkedin-ის დახმარებით დაუკავშირდნენ.

იხილეთ დასასრული

myquiz