4 ქვეყანა, სადაც ელექტრომობილის ყიდვისთვის დაგაჯილდოვებენ | Allnews.Ge

4 ქვეყანა, სადაც ელექტრომობილის ყიდვისთვის დაგაჯილდოვებენ

მეცნიერები სულ უფრო ხშირად აქვეყნებენ შემაშფოთებელ ანგარიშებს, რომლითაც პერმანენტულად გვახსენებენ ადამიანის მავნე გავლენას ბუნებაზე. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს მეცნიერები და კაცობრიობა დგას გლობალური დათბობაა, მისი მთავარი გამომწვევი კი ატმოსფეროში სათბური აირების გამოყოფაა, რომელშიც განსაკუთღებით დიდი წვლილი მოძრავ ტრანსპორტს შეაქვს.

სათბურის აირების ემისიის შესამცირებლად ქვეყნები სულ უფრო აქტიურად ეძებენ საწვავის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას. სწორედ ამიტომ გარკვეული ქვეყნები მოსახლეობას ელექტრომობილების შეძენისკენ უბიძგებენ.

წარმოგიდგენთ 4 ქვეყანას, რომელიც აჯილდოვებს ადამიანს, რომელიც ელექტრომობილს შეიძენს.

ნორვეგიაში ელექტრომობილების მფლობელები გზებით სარგებლობისთვის დაწესებულ გადასახადს, ასევე შძენის გადასახადს არ იხდიან. სარგებლობენ უფასო პარკირებით, ბორანით მგზავრობისას კი ნახევარ ფასს იხდიან.

იმის გამო, რომ დაბინძურების დონე სულ უფრო იმატებს ავსტრიაში სიჩქარის ლიმიტია დაწესებული. მავნე აირების შესამცირებლად ამ ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანებისთვის ზოგიერთ გზატკეცილზე მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა მოქმედებს და ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია, თუმცა ამავე გზებზე ელექტრომობილებს 130 კმ/სთ სიჩქარით სიარულის უფლება აქვთ.

საფრანგეთში ელექტრომობილის შესაძენად 6 ათას ევროს მოქალაქეებს და 4 ათას ევროს თუ დიზელზე მომუშავე მანქანას ელექტრომობილზე გაცვლიან.

ჩინეთში ის, ვინც ელექტრომობილს ყიდულობს, საშუალოდ, 10 ათასი დოლარის ოდენობის სუბსიდიას იღებს და ამასთანავე შეძენის გადასახადისგან თავისუფლდება.

დაგეგმილია, რომ 2040 წლისთვის ყოველი მეორე მანქანა ელექტრომობილი იყოს.

myquiz