რობოტმა 100 სტუდენტს ფილოსოფიის ლექცია წაუკითხა - "გავოცდით, როდესაც სტუდენტებმა მოსმენილის ჩანიშვნა დაიწყეს" | Allnews.Ge

რობოტმა 100 სტუდენტს ფილოსოფიის ლექცია წაუკითხა - "გავოცდით, როდესაც სტუდენტებმა მოსმენილის ჩანიშვნა დაიწყეს"

რობოტ "სოფიას" შემდეგ, რომელიც პირველი ყველაზე წარმატებული ჰუმანოიდი რობოტი გახდა მსოფლიოში, მეცნიერებმა შექმნეს კიდევ ერთი წარმატებული ჰუმანოიდი, რომლემაც 100 სტუდენტს წარმატებით წაუკითხა ფილოსოფიის ლექცია.

ექსპერიმენტი აშშ-ის სამხედრო აკადემიაში, უესტ-პონტში ჩატარდა. რობოტს სახელად ბინა48 (Breakthrough Intelligence via Neural Architecture) ჰქვია, მას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახელს ეძახდნენ, მათ შორის, პატარა რობოტს, სოციალურ რობოტს და ანდროიდსაც კი.

"ექსპერიმენტის მთავარი მიზანი იყო გაგვეგო, შეძლებდა თუ არა ხელოვნური ინტელექტი ლექციის ჩატარებას და შეძლებდა თუ არა იგი სტუდენტების ინტერესის აღძვრას", - განაცხადა სამხედრო აკადემიის ერთ-ერთმა ლექტორმა უილიამ ბარიმ, რომელთან ერთადაც რობოტმა ლექცია ჩაატარა.

მანამ ვიდრე ექსპერიმენტს ჩაატარებდნენ, რობოტ ბინა48-ს ასწავლეს ომის თეორია, პოლიტიკა, ფილოსოფია. თუმცა, არა ინტერნეტში განთავსებული მასალის მიხედვით. შედეგით ექსპერიმენტის მონაწილეები გაოცებულები დარჩნენ.

"ლექციის დაწყებამდე ვიფიქრეთ რომ იგი იქნებოდა უფრო გასართობი, თუმცა, გავოცდით, როდესაც სტუდენტებმა მოსმენილის ჩანიშვნა დაიწყეს და რობოტმა ყველა კითხვას უპასუხა უპრობლემოდ", - აღნიშნა უილიამ ბარიმ.

რობოტ სოფიას ბავშვის ყოლა სურს და ამბობს რომ ოჯახი მნიშვნელოვანია

myquiz