მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც მობილურში ანდროიდის სისტემა აქვს | Allnews.Ge

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც მობილურში ანდროიდის სისტემა აქვს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანდროიდის სისტემა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სრულიად განსხვავებული გახდეს.

Google-ს განცხადებით, სმარტფონის მწარმოებლებს მომავალში პოპულარულ აპლიკაციებთან უფასო წვდომა აღარ ექნებათ.

Play Store-სა და Google-ის სხვა აპლიკაციებზე ლიცენზიის გადასახადის დაწესება თანამდევია იმ 5-მილიარდიანი ჯარიმის, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტს ევროპულმა კომისიამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის დაუწესა.

აქამდე გამოშვებულ ანდროიდის სისტემის სმარტფონებში უკვე დაინსტალირებული იყო Google-ის საძიებო სისტემა და Chrome-ის ბრაუზერი, რაც ევროპელმა კანონმდებლებმა უკანონოდ მიიჩნიეს. 29 ოქტომბრიდან ევროპაში ყველა ახალგამოშვებული ანდროიდის მოწყობილობა სალიცენზიო გადასახადს დაექვემდებარება.

"Google-ს წინასწარ დაინსტალირებული საძიებო სისტემა და Chrome, ისევე როგორც სხვა აპლიკაციები, გვეხმარებოდა ანდროიდის განვითარებასა და უფასო დისტრიბუციაში. ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ფასიან სალიცენზიო შეთანხმებას ევროპულ ეკონომიკურ ზონაში გასაგზავნი სმარტფონებისა და ტაბლეტებისთვის"- განაცხადა პლათფორმებისა და ეკოსისტემების Google-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჰიროში ლოქჰეიმერმა.

რას ნიშნავს ეს ანდროიდის მომხარებლებისთვის?

მოკლედ რომ ვთქვათ, აპლიკაციები, რომლებიც სმარტფონში წინასწარ არის დაინსტალირებული, ახლა სრულიად განსხვავებული იქნება. ცვლილება კარგი იქნება სხვა ბრაუზერებისა და საძიებო სისტემებისთვის, რომლებსაც აქვთ შანსი, ახლა Chrome-ის ნაცვლად იყოს წინასწარ დაინსტალირებული ტელეფონში. საძიებო სისტემა DuckDuckGo-ი, შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს იმ აპლიკაციებს შორის, რომლებიც ამ ცვლილებით ისარგებლებენ, ის გლობალური საძიებო ბაზრის მხოლოდ 0,18 პროცენტს წარმოადგენს.

პირადი ინფორმაციის დაცვაზე ორიენტირებული საძიებო სისტემა დღეში, დაახლოებით, 30 მილიონ ძებნას უზრუნველყოფს. ამ რაოდენობის ძიებას Google 15 წუთში ახორციელებს.

რას ნიშნავს ეს Google-ს დომინირებისთვის ?

მსოფლიოში სმარტფონების 80%-ზე მეტი ანდროიდის სისტემაზე მუშაობს და სალიცენზიო სისტემის შემოღებით ამ რეალობის მნიშვნელოვნად შეცლა მოსალოდნელი არ არის. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს არის Google-ს საძიებო სისტემისა და მისი აპლიკაციების გავრცელებადობა.

სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელზეც გადასახადი დაწესდება, Play Store იქნება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი სახის პოპულარული აპლიკაციების ჩამოწერაა შესაძლებელი.

myquiz