ამ მარტივმა სტიკერმა, შესაძლოა, პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინოს | Allnews.Ge

ამ მარტივმა სტიკერმა, შესაძლოა, პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინოს

მკვლევარებმა შექმნეს სამედიცინო ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც კანზე მაგრდება და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. მოწყობილობა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ქაღალდისგან მზადდება.

რისთვის შეიძლება ამ მოწყობილობის გამოყენება?

გულის ოპერაცია პაციენტისთვის საკმაოდ ტრავმატულია. ამიტომაც პაციენტის მდგომარეობის კონტროლი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგაც მნიშვნელოვანია. ამის გაკეთება კი სწორედ ახალი გამოგონების შედეგადაა შესაძლებელი. ქაღალდისგან შექმნილ სტიკერს ადამიანს სხეულზე უმაგრებენ.

ჭკვიანი სტიკერი ბიოთავსებადი და ჰაერგამტარია. მას ფიზიკური მოქმედებების მონიტორინგი შეუძლია და რეალურ დროში ატყობინებს ადამიანს მოსალოდნელი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

ამასთან, მედიკოსებს მისი საშუალებით შეუძლიათ აკონტროლონ პაციენტის ძილი. ამ მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ ასევე სპორტსმენებს ვარჯიშის ან თუნდაც ცურვის დროს.

სტიკერი საკმაოდ მოსახერხებელია სატარებლად, ვიანიდან იგი თხელი და წყალგაუმტარია.

ტექნოლოგია დაპატენტებულია Purdue Office of Technology Commercialization-ის მიერ. მისი შემქმნელები სტიკერის გამოცდას და კომერციალიზაციას აპირებენ.

myquiz