Facebook-ით შესაძლებელი იქნება დაადგინონ იმ ადამიანების ვინაობა, ვინც დეპრესიის რისკის წინაშეა | Allnews.Ge

Facebook-ით შესაძლებელი იქნება დაადგინონ იმ ადამიანების ვინაობა, ვინც დეპრესიის რისკის წინაშეა

Facebook-ი შესაძლოა, გამოიყენონ იმ ადამიანების აღმოსაჩენად, რომლებიც დეპრესიის რისკის წინაშე არიან. ახალი კვლევის თანახმად, დეპრესიის რისკის წინაშე მყოფი ადამიანების აღმოჩენა სოციალური ქსელის დახმარებით სიმპტომების გამწვავებამდე რამდენიმე თვით ადრე იქნება შესაძლებელი.

ხელოვნურმა ინტელექტმა აღმოაჩინა, რომ იმ ადამიანების პოსტებში, რომლებსაც მოგვიანებით დეპრესია დაუდგინდათ, ხშირი იყო პირველი პირის ნაცვალსახელებისა "მეს" და ისეთი ემოციური სიტყვების ინტენსიური გამოყენება, როგორიც არის "ცრემლები" და "გრძნობები".

ამერიკელი მეცნიერების განმარტებით, ალგორითმს მსგავსი ნიშნების გამოვლენა 3 თვით ადრე შეუძლია, ვიდრე დეპრესია ცხადი გახდება.

მკვლევართა განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში სოციალური ქსელი მენატალური ჯანმრთელობის სკრინინგის მარტივი ფორმა გახდება.

ალგორითმი, რომელიც ადრეულ სტადიაზე დეპრესიის გამოვლენას ემსახურება, World Well-Being Project-ის ფარგლებში განავითარეს, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის პოზიტიური ფსიქოლოგიის ცენტრსა და სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტის ადამიანის ენის ანალიზის ლაბორატორიაშია დაფუძნებული.

ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიც დეპრესია და შფოთვაა, უფრო მეტი ნიშნის პოვნაა შესაძლებელი ვირტუალურ სამყაროში იმის მიხედვით, თუ როგორ გამოხატავენ ადამიანები საკუთარ თავს, რადგან როგორც ჩანს, დეპრესია ადამიანის ქცევას მნიშვნელოვნად ცვლის, რაც სოციალურ ქსელში ადვილად შესამჩნევია.

წყარო: "ტელეგრაფი"

myquiz