შეუძლიათ თუ არა ჰაკერებს იმის ნახვა, თუ რომელი მეგობარი მოძებნეთ Facebook-ზე ბოლოს | Allnews.Ge

შეუძლიათ თუ არა ჰაკერებს იმის ნახვა, თუ რომელი მეგობარი მოძებნეთ Facebook-ზე ბოლოს

შეუძლიათ თუ არა ჰაკერებს იმის ნახვა, თუ რომელი მეგობარი მოძებნეთ Facebook-ზე ბოლოს ან რომელი იყო ის ბოლო რესტორანი, სადაც ივახშმეთ?

Facebook-ის თანახმად, დიახ - მათ შეუძლიათ ამის ნახვა.

გასულ კვირას სოციალური ქსელის ხელმძღვანელებმა აღიარეს, რომ მსხვილ კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა 29 მილიონი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და "ექაუნთის" სხვა მნიშვნელოვანი დეტალები მოიპარეს.

იმის გარკვევა თუ გსურთ, ხომ არ იყო თქვენი გვერდი თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, Facebook-მა ამის შესატყობინებლად რამდენიმე მესიჯი გამოგიგზავნთ.

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის თქვენს გვერდზე შეხვალთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, დახმარების ცენტრის გვერდზე უნდა გადახვიდეთ. თუ ქვემოთ ჩამოსქროლავთ, შესაძლოა, სოციალური ქსელის მიერ გამოგზავნილი რამდენიმე შეტყობინებიდან რომელიმე დაგხვდეთ.

ის ადამიანები, რომელთა ექაუნთები ჰაკერების სამიზნე გახდა, მიიღებენ შეტყობინებას, სადაც განმარტებული იქნება თქვენი გვერდის კონკრეტულად რა ინფორმაციაზე მოიპოვეს წვდომა ჰაკერებმა.

დაახლოებით 15 მილიონი გვერდიდან მომხმარებელთა სახელები, მეილების მისამართები და ტელეფონის ნომრები მოიპარეს.

14 მილიონი გვერდიდან ისეთი სპეციფიკური მონაცემები აიღეს, როგორიც მშობლიური ქალაქი, საცხოვრებელი ადგილი, რელიგია და ურთიერთობებია.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელთა ამ ჯგუფიდან მიიღეს, იყო ბოლო 10 ადგილი, რომელსაც ეწვიეთ და სოციალურ ქსელში მონიშნეთ და 15 ბოლო რამ, რაც Facebook-ზე მოძებნეს.

კიდევ ერთი მილიონი ადამიანის პირადი გვერდი გატეხეს, თუმცა, იქიდან არანაირი მონაცემები არ აუღიათ.

ნებისმიერ მომხმარებელს კი, რომელთა გვერდებსაც ჰაკერები არ შეხებიან, სოციალური ქსელის ადმინისტრაციისგან დახვდებათ შეტყობინება, რომ მათი მონაცემების მოპოვება ჰაკერებს არ უცდიათ.

სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ერთი სასიხარულო ინფორმაციაც არის - ჰაკერებმა ვერ შეძლეს ისეთი სენსიტიური ინფორმაციის მოპოვება, როგორიც მომხმარებლების პაროლი და ფინანსური დეტალებია.

Facebook-ის განმარტებით, კიბერთავდასხმის შემთხვევებს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს, თუმცა მათ კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვეს არ ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ შეიძლება იდგას თავდასხმის უკან.

myquiz