ბრიტანეთის პარლამენტში პირველად ისტორიაში, სიტყვით რობოტი გამოვა | Allnews.Ge

ბრიტანეთის პარლამენტში პირველად ისტორიაში, სიტყვით რობოტი გამოვა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება. საინტერესო კი ამ შემთხვევაში ისაა, რომ სხდომაზე მსოფლიო ისტორიაში პირველად დეპუტატების წინაშე განათლების კომიტეტში სიტყვით რობოტი წარსდგება.

როგორც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, რობოტი, სახელად Pepper უპასუხებს დეპუტატების კითხვებს შრომით ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ.

"Pepper წარმოადგენს საერთაშორისო კვლევითი პროექტის ნაწილს. პროექტის მიზანია მსოფლიოში პირველი ჭკვიანი რობორტების შექმნა, რომლებსაც მოხუცი ადამიანების მოვლაში დახმარების გაწევა შეეძლებათ. კომიტეტს ამ პროგრამის შესახებ რობოტის აზრი აინტერესებს. დეპუტატებს ასევე სურთ გაიგონ, თუ რა როლს შეასრულებენ მომავალში ავტომატიზაცია და რობოტოტექნიკა", - ნათქვამია განცხადებაში.

ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ მომავალი უკვე დადგა, ჩვენ კი ეს ვერ შევამჩნიეთ. თუმცა, ეს მთლად ასე არაა. რა თქმა უნდა, Pepper-ს სიტყვით გამოსვლა და ინტერნეტში მოძებნილი ახალი ამბების კითხვა შეუძლია, თუმცა, MIT Technology Review-ს მკვლევარების თქმით, Pepper-ს არგუმენტების მოყვანა და სრულფასოვანი დისკუსიის წარმოება არ შეუძლია.

myquiz