მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომელიც ფერს სმარტფონის საშუალებით იცვლის | Allnews.Ge

მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომელიც ფერს სმარტფონის საშუალებით იცვლის

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომელიც ფერსა და მოხატულობას სმარტფონის საშუალებით იცვლის.

კვლევაზე ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის ფოტოელექტრონიკისა და ოპტიკის კოლეჯის მკვლევარები მუშაობდნენ. მათ შექმნეს ასეთი ქსოვილისგან დამზადებული რამდენიმე ზურგჩანთა და ქალის ჩანთა. ამ ნივთების ფერისა და მოხატულობის შეცვლა ჩაშენებულ ღილაკზე დაჭერით ან სმარტფონისთვის განკუთვნილი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეიძლება.

მათი განცხადებით, ეს ხდება ძალიან წვრილი სადენების საშუალებით, რომლებიც ქსოვილის ძაფებშია ჩადებული. დენის მიწოდება მრავალჯერადი გამოყენების მცირე ზომის აკუმულატორის საშუალებით ხდება. დენი სადენებს აცხელებს, რაც ქსოვილში არსებული სპეციალური მღებავი პიგმენტების ფერს ცვლის.

მეცნიერთა განცხადებით, მომავალში ქსოვილს, რომელსაც ფერის, ტემპერატურისა და სიმკვრივის შეცვლა შეუძლია, აქტიურად გამოიყენებენ მედიცინასა და შეიარაღებული ძალების აღჭურვილობაში. ასეთი ქსოვილისგან დამზადებული საქონლის პირველი პარტიის ბაზარზე გატანას მეცნიერები ერთ წელიწადში გეგმავენ.

myquiz