აბასთუმნის ობსერვატორიაში ჰაკათონი NASA International Space App Challenge გაიმართება | Allnews.Ge

აბასთუმნის ობსერვატორიაში ჰაკათონი NASA International Space App Challenge გაიმართება

პირველად საქართველოში, 19-21 ოქტომბერს, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაში, გლობალური 48 საათიანი ჰაკათონი NASA International Space App Challenge გაიმართება.

Space App Challenge არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰაკათონი, რომელიც გლობალურად ერთ დროს იწყება და ათასობით ახალგაზრდას აერთიანებს. კოდერები, მეცნიერები, დიზაინერები, გამომგონებლები, მშენებლები, ტექნოლოგები, შემქმნელები და ყველა ენთუზიასტი, ვისაც გამოწვევებზე პასუხის პოვნა სურს დედამიწაზე და კოსმოსში.

ჰაკათონი ორგანიზებულია თბილისი სტარტაპ ბიუროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ნასას პარტნიორობით!

NASA Space Apps Challenge არის მეტი ვიდრე ჰაკათონი, ეს არის შესაძლებლობა და გამოწვევა ყველა მონაწილისთვის, რადგან საუკეთესო პროექტები წარდგენილი იქნება საერთაშორისო დაჯილდობებაში - "Global Awards"

რეგისტრაცია:

შეავსეთ განაცხადის ფორმა 16 ოქტომბრამდე;

განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://2018.spaceappschallenge.org/

მონაწილეობა – საორგანიზაციო გუნდი შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდება -17 ოქტომბერს;

ჰაკათონი – 19 / 21 ოქტომბერი NASA Space Apps Challenge / აბასთუმანი;

NASA Space Apps Challenge მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია: ტრანსპორტირება, კვება, განთავსება, სამუშაო და განტვირთვის სივრცეები.

ჰაკათონის სამუშაო ენაა ინგლისური და ქართული;

myquiz