ძვირად ღირებული სახლი, რომელიც ქარიშხალსა და წყლით დაფარვას უძლებს | Allnews.Ge

ძვირად ღირებული სახლი, რომელიც ქარიშხალსა და წყლით დაფარვას უძლებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სტარტაფი Arkup-ი მუშაობს ქარიშხალგამძლე სახლების შექმნაზე. მათ უკვე შექმნეს საცხოვრებელი შენობა, რომელიც ძლებს მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის და წყლით დაფარვის შემთხვევაში. მისი საიდუმლო ჰიდრავლიკაშია. სახლის შემქნლებელი მას საცხოვრებელ იახტას უწოდებენ, ვინაიდან მას წყალდიდობის შემთხვევაში ტივტივი შეუძლია. ამ უპირატესობასთან ერთად, სახლი მთლიანად ენერგოეფექტურია და ენერგიას სახურავზე განთავსებული მზის პანელებისგან იღებს.

საცხოვრებლის დიზაინი არქიტექტორმა, კოენ ოლთუისმა შექმნა, რომელიც მოტივტივე სახლების კონცეფციის შექმნაში ერთ-ერთი პირველია. დაახლოებით 400 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი ოთხი საძინებლისგან და რამდენიმე აბაზანისგან შედგება. მსგავსი სახლები საკმაოდ ძვირადღირებულია და მისი საცალო ფასი 5 მილიონ დოლარს შეადგენს.

myquiz