მალე ადამიანები ცოდნის ტვინში ატვირთვას შეძლებენ | Allnews.Ge

მალე ადამიანები ცოდნის ტვინში ატვირთვას შეძლებენ

მალე ადამიანები შეძლებენ ცოდნის ტვინში ატვირთვას. მეცნიერებს სჯერათ, რომ სპეციალური მოწყობილობის წყალობით უნარების მყისიერად ტვინში გადატანა ისეთივე სირთულის იქნება, როგორც მაგალითად დაძინების მცდელობა.

კალიფორნიაში მკვლევარებმა შექმნეს სიმულატორი, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის ტვინს ინფორმაციით კვებავს და ასწავლის ახალ უნარებს განსაკუთრებით მოკლე დროში. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გაწვრთნილი პილოტის ტვინის ელექტრონული სიგნალები შეისწავლეს და შემდეგ აღნიშნული მონაცემები ახალბედა სუბიექტებს აათვისებინეს.

როგორც კვლევამ აჩვენა, სუბიექტებმა, რომლებმაც ტვინის სტიმულაცია ელექტროდებით დატვირთული სპეციალური ქუდის საშუალებით განიცადეს, გაიუმჯობესეს პილოტირების უნარები და ისწავლეს პილოტირება 33 პროცენტით უფრო სწრაფად, ვიდრე პლაცებო ჯგუფმა, რომელთაც ეგონათ, რომ სწავლობდნენ პილოტირებას.

"ჩვენი სისტემა არის პირველი ამ მიმართულებით. ეს არის ტვინის სტიმულირების სისტემა. ამ სისტემის განვითარებას დიდი სამეცნიერო საფუძველი უდევს" - აღნიშნა ამ საკითხზე მომუშავე პროფესორმა მეთიუ ფილიპსმა.

პროფესორი ამბობს, რომ ამ მეთოდით ტვინის გაწვრთნა სიახლე არ არის და მას ჯერ კიდევ ძველი ეგვიპtელები 4000 წლის წინ იყენებდნენ მაშინდელი ტექნოლოგიებით, როდესაც ტკივილის შესამცირებლად გამოიყენებოდა ელექტრული თევზები.

მისივე თქმით, ტვინის სტიმულაციას სამომავლოდ ადამიანები გამოიყენებენ ისეთი უნარების შესასწავლად, როგორიცაა ავტომობილის მართვა, ენის შესწავლა და გამოცდისთვის მომზადება. მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი ახალი სახის ტექნოლოგიების დანერგვისკენ, რომელიც მატრიცული ტიპის მყისიერ სწავლებას რეალობად აქცევს.

myquiz