ჩინელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მზის პანელები, რომლებსაც ენერგიის გენერირება ღამითაც შეუძლიათ | Allnews.Ge

ჩინელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მზის პანელები, რომლებსაც ენერგიის გენერირება ღამითაც შეუძლიათ

ჩინელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მზის პანელები, რომლებსაც ენერგიის გენერირება ღამითაც შეუძლიათ. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული ქიმიის საზოგადოება Nano ავრცელებს. მეცნიერებმა ენერგიის გენერირების პროცესში წვიმის ენერგია გამოიყენეს. ახალი პანელები აღჭურვილია მოწყობილობით, რომელიც მოძრაობას ენერგიად გარდაქმნის. ამ შემთხვევაში წვიმის წვეთების დაცემითა და შემდეგ პანელზე ჩამოცურებით გამოწვეულ მოძრაობას გარდაქმნის ელექტროენერგიად.

"გარდიანის" ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მზის პანელის პროტოტიპი, რომელიც ენერგიის გენერირებას ღამითაც შეძლებს, 3-დან 5 წლამდე პერიოდში იქნება მზად.

მზის პანელების ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ მას ენერგიის გამომუშავება ყოველთვის არ შეუძლია, ახალი მოწყობილობა კი მას გაცილებით ეფექტურსა და პროდუქტიულს გახდის.

რამდენად ეფექტურია მზის პანელების დამონტაჟება კორპუსსა და კერძო სახლში და რა არის მისი ფასი საქართველოში?

გაეროს მონაცემების თანახმად, 2017 წელს მზის ენერგიაში 160,8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლებთან შედარებით 18%-ით მეტია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ მსგავს გამოგონებებს შეუძლიათ, რომ კლიმატის კატასტროფული ცვლილებისგან გვიხსნას.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა მზის ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადგური წყალზე განათავსა. ის ქალაქ ჰუანინში ხელოვნური ტბის ზედაპირზეა განთავსებული. ზოგადად, ჩინეთი უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებს ქარის, წყლისა და მზის ენერგიის მოპოვებაში, ვიდრე სხვა ქვეყნები. ჩინეთში მზის ენერგიის მოპოვების შესაძლებლობა 2016 წელს გაორმაგდა.

მზის პანელების წყალზე განთავსებით ჩინეთმა სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილ მიწებზე დატვირთვა შეამცირა, ცივი წყალი კი პანელებს გაცილებით უფრო ეფექტურს ხდის.

myquiz