ცნობილია პირველი მგზავრის ვინაობა, რომელიც მასკის ხომალდით მთვარეზე გაფრინდება | Allnews.Ge

ცნობილია პირველი მგზავრის ვინაობა, რომელიც მასკის ხომალდით მთვარეზე გაფრინდება

ელონ მასკის კომპანია SpaceX-მა პირველი მგზავრის ვინაობა გაამხილა, რომელიც მთვარის გარშემო მოგზაურობას გეგმავს. იაპონელმა მილიარდერმა და ონლაინ მოდის მაგნატმა, 42 წლის იუსაკუ მაეზავამ განაცხადა: "ვირჩევ მთვარეზე გაფრენას".

მისია, რომელიც 2023 წლისთვის არის დაგეგმილი, გამორჩეული იქნება იმით, რომ ადამიანის მიერ მთვარეზე პირველი ვიზიტი იქნება 1972 წლის შემდეგ, როდესაც მთვარეზე Nasa-ს კოსმოსური ხომალდი Apollo 17 დაჯდა.

აღნიშნულმა ინფორმაციამ კალიფორნიაში მდებარე SpaceX-ის სათაო ოფისში გაიჟღერა.

კომპანიის განმარტებით, 2023 წელს დაგეგმილი ფრენა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც კოსმოსში მოხვედრაზე ოცნებობენ ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

მილიარდერმა, რომელმაც გასულ წელს მედიის ყურადღება იმით მიიპყრო, რომ ნიუ-იორკის აუქციონზე ამერიკელი მხატვრის, ჟან- მიშელ ბასკიას ნახატში 110,5 მილიონი დოლარი გადაიხადა, ორშაბათს განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით 6 ან 8 მხატვარს მიიპატიჟებს კოსმოსურ მოგზაურობაში.

"მათ ვთხოვ, რომ დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ რამე შექმნან. ეს შედევრები თითოეულ ჩვენგანში მცხოვრებ მეოცნებეს შთააგონებს"- განაცხადა იუსაკუ მაეზავამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამ მდრომდე მთვარეზე 24 ადამიანია ნამყოფი - ყველა ამერიკელი, მათ შორის არიან Apollo-ს მისიის წევრები.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მასკის მიერ დაანონსებული ისტორიული ფრენა ეფუძნება რაკეტას, რომელიც ჯერ აშენებული არ არის და მასკის განმარტებით, არ არსებობს 100%-იანი გარანტია, რომ მას ფრენის შესაძლებლობამდე მიიყვანენ.

myquiz