Apple-მა სმარტფონის ახალი მოდელები წარმოადგინა - რა ეღირება iPhone XS და iPhone XS Max | Allnews.Ge

Apple-მა სმარტფონის ახალი მოდელები წარმოადგინა - რა ეღირება iPhone XS და iPhone XS Max

უკვე მეექვსე წელია, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში, როდესაც ვაშლის შეგროვების სეზონი იწყება, Apple თავისი სმარტფონების ახალ მოდელებს ოფიციალურად წარადგენს.

2018 წლის მოსავალი მდიდარი აღმოჩნდა: კომპანიამ საზოგადეოებას ტელეფონის ერთდროულად სამი ახალი მოდელი და "ჭკვიანი საათი" წარუდგინა.

სმარტფონის ყველაზე პატარა მოდელი, რომლის ეკრანის დიაგონალი 5,8 ინჩია, iPhone XS-ის სახელით გახდა ცნობილი. ვერსია უფრო დიდი 6,5 ინჩიანი ეკრანით კი iPhone XS Max-ის სახელით გაიცნო აუდიტორიამ.

დიდი დიაგონალის მქონე სმარტფონების აღსანიშნავად დასახელებაში სიტყვა Plus-ის გამოყენებაზე კომპანიამ ამ წელს უარი თქვა.

უნდა აღინიშნოს, რომ iPhone XS-სა და iPhone XS Max-ს შორის მთავარი განსხვავება ეკრანისა და კორპუსის ზომაშია.

გარეგნულად iPhone XS და XS Max ფაქტობრივად არ განსხვავდება გასული წლის iPhone X-ისგან.

როგორც iPhone X, არც ახალ მოდელებს არ აქვთ ღილაკი წინა პანელზე. ორივე მოდელს აქვს მფლობელის სახის ამომცნობი ტექნოლოგია Face ID, რომელიც უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე წინა მოდელზე, მათი მონიტორები კი OLED-ტექნოლოგიის მიხედვითაა დამზადებული.

ახალ მოდელებში უფრო თანამედროვე და სწრაფი პროცესორები А12-ია დამონტაჟებული და ორივე მათგანში 2 სიმ-ბარათის ერთდროულად მოთავსებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე მათგანს ტენისგან კარგი დამცავი სისტემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეფონის წყალში, მათ შორის, მარილიან წყალში ჩავარდნის შემთხვევაში მას არაფერი მოსდის.

ახალი მოდელის კამერა იმით განსხვავდება, რომ პორტრეტის რეჟიმში უკანა "ბლარის" რეგულირება იქნება შესაძლებელი.

მესამე სიახლე iPhone XR-ია - საშუალო ზომის სმარტფონი, რომელიც წინა ორი მოდელისგან განსხვავებით შედარებით იაფია, 6,1 ინჩის LED მონიტორითაა აღჭურვილი. სავარაუდოდ, სწორედ ეს მოდელი გახდა "ბესტსელერი" მისი მიმზიდველი ფასის გამო, რომელიც 749 დოლარს შეადგენს, განსხვავებით iPhone XS-ისგან, რომელიც 999 დოლარი ღირს და XS Max-ისგან, რომლის ფასიც 1099 დოლარია.

myquiz