მსოფლიოში "ყველაზე იაფფასიანი ავტომობილების" წარმოება შეჩერდა | Allnews.Ge

მსოფლიოში "ყველაზე იაფფასიანი ავტომობილების" წარმოება შეჩერდა

მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ავტომანქანების, "ტატა ნანოს" წარმოება შეჩერდა. მცირე ზომის ავტომობილი, რომელიც 4,55 ლიტრს წვავს 100 კმ-ში ქალაქის პირობებში, და 3,85 ლიტრს მაგისტრალზე, ინდოეთში 2008 წლიდან იწარმოება.

მისი ფასი დაახლოებით 100 000 რუპია, იგივე 2200 დოლარი იყო მაშინ, როდესაც მისი გამოშვება დაიწყო.

"ტატა ნანოს" მწარმოებელს ამ ავტომობილის გამოშვებით სურდა, მილიონობით ინდოელისთვის მიეცა შესაძლებლობა, მანქანით კომფორტულად გადაადგილებულიყვნენ. ავტომობილმა თავიდანვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება, ვინაიდან იგი გამოირჩეოდა საწვავის ეკონომიურობით და გამონაბოლქვის დაბალი დონით.

თუმცა, ახლა მისი გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია. "დოიჩე ველეს" ცნობით, 2018 წლის ივნისში "ტატა ნანოს" მხოლოდ 3 ავტომობილი გაყიდეს.

2018 წლის ივლისში კი მხოლოდ ერთი ავტომობოლი გამოუშვეს.

ამასთან, მიმდინარე წელს ექსპორტზე არც ერთი ავტომობილი არ გასულა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ტატა ნანო", რომელიც ერთ დროს ცნობილი იყო, როგორც "ხალხის მანქანა", ამიერიდან მოთხოვნის შესაბამისად იწარმოება.

myquiz