მოწყობილობა, რომლის წყალობითაც ამინდის უფრო ზუსტი პროგნოზი გვეცოდინება | Allnews.Ge

მოწყობილობა, რომლის წყალობითაც ამინდის უფრო ზუსტი პროგნოზი გვეცოდინება

თანამგზავრმა, რომელმაც 10 დღის ვადაში ამინდის პროგნოზის უფრო მაღალი სიზუსტე უნდა უზრუნველყოს, დედამიწის ზედაპირზე ქარის ნაკადებზე დაკვირვება დაიწყო.

თანამგზავრი "ეოლ"-ი გაერთიანებულ სამეფოში შექმნეს და კოსმოსში ორი კვირის წინ გაუშვეს.

ეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მსხვილი მიღწევაა - ტექნოლოგიის შემუშავება, რომელსაც თანამგზავრი იყენებს, 16 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აპარატი ორბიტაზე ორი კვირის წინ ფრანგულ გვიანაში მდებარე კოსმოსმოდრომ "კურუდან" გაუშვეს და უახლოესი სამი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

გამოსაცდელი ვადის დასრულებისას მეცნიერები შეძლებენ ქარის ნაკადების შესახებ თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების გამოყენებას ამინდის პროგნოზის დასადგენად.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მონაცემები სინოპტიკოსებს საშუალებას მისცემს ამინდის პროგნოზი 10 დღის ვადაში გაცილებით ზუსტად ივარაუდონ.

"ეოლ"-ი პირველი აპარატია, რომელიც ქარის ნაკადების შესახებ ინფორმაციას მთელი დედამიწის ზედაპირიდან აგროვებს. მონაცემების შეგროვება მძლავრი ულტრაიისფერი ლაზერული სხივის მეშვეობით ხდება.

ევროპის კოსმოსურმა სადგურმა აღნიშნული თანამგზავრის შექმნის პროექტი 1999 წელს დაამტკიცა, თანამგზავრის გაშვებას მაშინ 2007 წლისთვის გეგმავდნენ. თუმცა, მაგ დროისთვის ინჟინრებმა ვერ შეძლეს ლაზერი სამუშაო მდგომარეობამდე მიეყვანათ. ბევრს პროექტის წარმატებაში უკვე ეჭვი ეპარებოდა.

წყარო: BBC

myquiz