ადამიანი ვერასოდეს იქნება კომპიუტერზე ჭკვიანი - Alibaba-ს დამფუძნებლის მოსაზრება | Allnews.Ge

ადამიანი ვერასოდეს იქნება კომპიუტერზე ჭკვიანი - Alibaba-ს დამფუძნებლის მოსაზრება

Alibaba-ს დამფუძნებლის, ჩინელი ბიზნესმაგნატისა და ფილანტროპისტის, ჯეკ მას განცხადებით, ადამიანი ვერასდროს გაუწევს კონკურენციას ხელოვნურ ინტელექტს.

"კომპიუტერები ყოველთვის უფრო ჭკვიანები იქნებიან, ვიდრე თქვენ. არ ეცადოთ იმაზე სწრაფად ირბინოთ, ვიდრე მანქანა დადის, არ იფიქროთ, რომ თვითმფრინავივით ფრენა შეგიძლიათ. კომპიუტერი თქვენზე გაცილებით ჭკვიანია. მათ არასდროს ავიწყდებათ. კომპიუტერს ყველაფერი ახსოვს და არასდროს ბრაზდება", - ამბობს ჯეკ მა.

იგი ასევე მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანს გასაოცარ, თუმცა სარისკო შესაძლებლობას სთავაზობს.

"ხელოვნური ინტელექტი და რობოტი ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს გაანადგურებს, რადგან მომავალში იმ საქმეს, რასაც ახლა ადამიანი აკეთებს, მანქანები გააკეთებენ. ჩვენ უფრო მეტი უნდა შევქმნათ, ვიდრე ეს მომსახურების ინდუსტრიაა. ადამიანებმა უფრო მეტად ტექნიკური უნარები უნდა განივითარონ, რათა ხელოვნურ ინტელექტს კონკურენცია გაუწიონ.

ჩვენ ინვესტირება უნდა მოვახდინოთ ტექნოლოგიაში. თუმცა მე არ მომწონს ასეთი სახის დებატები - "ხელოვნური ინტელექტი ადამიანს საფრთხეს უქმნის".

მე ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას უნდა დაეხმაროს. ტექნოლოგიებმა ყოველთვის უნდა გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც ადამიანს დაეხმარება და არა პირიქით, ხელს შეუშლის მას", - ამბობს ჯეკ მა.

myquiz