რა უნდა გავითვალისწინოთ პაროლის შერჩევისას, რათა სხვამ მარტივად ვერ გამოიცნოს იგი? | Allnews.Ge

რა უნდა გავითვალისწინოთ პაროლის შერჩევისას, რათა სხვამ მარტივად ვერ გამოიცნოს იგი?

დროა თქვენი პაროლი გააუმჯობესოთ. წარსულს ჩაბარდა დღეები, როდესაც პაროლად თქვენს დაბადების თარიღს, მისამართს, შინაური ცხოველის ან საიდუმლო "მიჯნურის" სახელს იყენებდით. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას პაროლის გასაძლიერებლად და თქვენს მოწყობილობაში არსებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

არ დაივიწყოთ მარტივი ხერხი და გამოიყენეთ ციფრები, დიდი ასოები, ასევე პუნქტუაციური ნიშნები და თქვენი ახალი პაროლი მათი შერევით შექმენით. არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი ყველაფრისთვის და დარწმუნდით, რომ მას საკმარისად ხშირად ცვლით.

შეარჩიეთ პაროლისთვის განკუთვნილი სიტყვები შემთხვევით. თუ პაროლად სიტყვების ჯაჭვს იყენებთ, ერთმანეთთან შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვების ნაცვლად, გამოიყენეთ სიტყვები, რომლებიც ერთმანეთთან არანაირ კავშირში არაა. არაპროგნოზირებადობა პაროლის შექმნაში ძალიან მნიშვვნელოვანია.

გრძელი პაროლი თქვენი მეგობარია. ბევრი ამბობს, რომ ძლიერი პაროლი სულ მცირე 12 ნიშნისგან უნდა შედგებოდეს, ამიტომ თქვენი პაროლიც გრძელი გააკეთეთ, მაგრამ არა იმდენად რომ მისი დამახსოვრება ვერ შეძლოთ. იმისთვის რომ გრძელი პაროლი ადვილად დამასამხოვრებელი იყოს, გამოიყენეთ წინადადება და პაროლი ამ წინადადებაში არსებული სიტყვების პირველი ასოებისგან შექმენით. გამოიყენეთ თქვენ საყვარელ ფილმში ან სიმღერაში არსებული ფრაზა და პაროლი არასდროს დაგავიწყდებათ.

კიდევ ერთი დიდებული გზა, რომ თქვენი პაროლი გაართულოთ, სიტყვაში არსებული ზოგიერთი ასო ციფრად აქციეთ. ლათინული ო-ს ნაცვლად 0 დაწერეთ, ე-ს ნაცვლად 3, ინგლისური ი-ს ნაცვლად კი ძახილის ნიშანი. და მსურველს წარმატება უსურვეთ ამ კომბინაციის გამოცნობაში.

ახლა ჩვენ ვართ სუპერკრეატიულები, ეცადეთ დაიმახსოვრეთ ყველა ეს სიგიჟე, თითები მოიფშვნიტეთ და მოსინჯეთ თქვენი ახალი პაროლი, რამდენჯერმე მოსინჯეთ სანამ ის არ დაემთხვევა და როგორც კი დაემთხვევა, თქვენ იქნებით ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი გამოყენებით მოწყობილობასთან წვდომა ექნება.

myquiz