3 რამ, რაც არავითარ შემთხვევაში "ფეისბუქზე" არ უნდა გააზიაროთ | Allnews.Ge

3 რამ, რაც არავითარ შემთხვევაში "ფეისბუქზე" არ უნდა გააზიაროთ

ინფორმაციის დიჯიტალიზაციამ და სოციალური ქსელების პოპულარობამ შესაძლოა მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია იმაზე მეტ საფრთხეში ჩააგდოს ვიდრე ოდესმე. სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხარებელმა, განსაკუთრებით თინეიჯერებმა, შესაძლოა, არ იცოდნენ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში აზიარებენ, დაწყებული ადგილმდებარეობითა და დამთავრებული ანაზღაურებით, შესაძლოა, მათი პერსონალური მონაცემების მოპარვისა და თაღლითობისთვის გამოიყენონ. Pew Research Center -ის ინფორმაციით, თინეიჯერების 92% სოციალურ ქსელში თავის ნამდვილ სახელს იყენებს, 82% დაბადების თარიღს აქვეყნებს, 71% კი მათი განსახლების არეალს აჩვენებს.

გთავაზობთ სამი სახის ინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში არასდროს არ უნდა გამოაქვეყნოთ:

მართვის მოწმობა

სოციალური ქსელის ბევმა მომხმარებელმა შესაძლოა თავის გვერდზე ახლად აღებული მართვის მოწმობა ატვირთოს, იმისთვის, რომ მიღწევით იტრაბახოს ან სულელურ ფოტოზე გაიცინოს. თუმცა სანამ ამას გააკეთებთ, გაითვალისწინეთ, რომ მართვის მოწმობა ისევე, როგორც ID ბარათი შეიცავს ისეთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიც თქვენი დაბადების თარიღი, სახელი გვარი და ფოტოა, ეს ინფორმაცია შესაძლოა თაღლითური ჩანაფიქრის მქონე ადამიანმა დააკოპიროს და თქვენ საწინააღმდეგ გამოიყენოს, მაგალითად ახალი საკრედიტო ხაზი გახსნას, ითაღლითოს და თქვენი საკრედიტო ისტორიაც გააფუჭოს.

სამოგზაურო მარშრუტი და ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ

ყველა ჩვენგანს ძალიან უხარია და ეჩქარება სოციალურ ქსელში სასიამოვნო დასვენების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება და მეგობრებისთვის გაზიარება, თუმცა ჩვენი რჩევა იქნება არ გაავრცელოთ წინასწარ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად აპირებთ დასვენების დღეების გატარებას, რამდენი ხანი დაგჭირდებათ გზაში და კონკრეტულად სად მიდიხართ. ეს საშუალებას აძლევს პოტენციურ ქურდებს გაიგოს, თუ რა პერიოდის განმავლობაში არ იქნებით სახლში, მათ თავისუფალდ შეუძლიათ ამით ისარგებლონ და თქვენი სახლი გაძარცვონ. გარდა ამისა, თქვენ მათ იმ ინფორმაციასაც კი აწვდით თუ კონკრეტულად სად ცხოვრობთ.

საბანკო ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია

ნებისმიერი სახის ფინანსური ინფორმაციის საჯარო სივრცეში დაპოსტვით კიდევ უფრო მეტად გახდებით თაღლითობის მსხვერპლი. ზოგიერთმა ადამიანმა პირველი ანაზღაურების მიღებისას შეიძლება სოციალურ ქსელში ანაზღაურების ამსახველი ჩეკი გამოაქვეყნოს, რაც დაუშვებელია, რადგან ის საბანკო ანგარიშის ნომერს შეიცავს. 2014 წელს სამართალდამცველებმა პირადი ინორმაციის მოპარვის ბრალდებით ადანიანთა დიდი ჯგუფი პასუხისგებაში მისცეს, რომლებიც ფინანსურ ინფორმაციას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ანაზღაურების ამსახველი ჩეკიდან იგებდნენ.

myquiz