უპრეცედენტო შემთხვევა NASA-ში: 18 000 კანდიდატს შორის შერჩეულმა პოტენციურმა ასტრონავტმა სწავლაზე უარი განაცხადა | Allnews.Ge

უპრეცედენტო შემთხვევა NASA-ში: 18 000 კანდიდატს შორის შერჩეულმა პოტენციურმა ასტრონავტმა სწავლაზე უარი განაცხადა

აეროკოსმოსურ სააგენტო Nasa-ში, ფაქტობრივად, უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთმა პოტენციურმა ასტრონავტმა, რომელიც 18 ათას კანდიდატს შორის გამოარჩიეს და კოსმოსური ფრენებისთვის უნდა მოემზადებინათ, Nasa-დან წასვლა გადაწყვიტა. ათასობით კანდიდატს შორის გასული წლის ზაფხულში 12 ადამიანი, 7 კაცი და 5 ქალი, შეარჩიეს, რომლებიც Nasa-ს ასტრონავტების ახალ შემადგენლობაში უნდა შესულიყვნენ.

Nasa-ში განმარტავენ, რომ რადგან ერთ-ერთი პოტენციური ასტრონავტი, რობ კულინი, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს სწავლას შეწყვეტს, ასტრონავტობისთვის მზადებას 11 -კაციანი ჯგუფი განაგრძობს. როგორც აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, კულინის გადაწყვეტილება "პირადი მიზეზებითაა" განპირობებული.

12-კაციანი ჯგუფი, რომელიც Nasa-ში ასტრონავტობისთვის მოსამზადებლად შეარჩიეს

საინტერესო ის არის, რომ 35 წლის რობ კულინიმ, რომელიც ალასკაზე დაიბადა, აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადი სამჯერ შეიტანა, რათა მომზადების კურსი გაევლო და ასტრონავტი გამხდარიყო. სასწავლო პროგრამისთვის შარშან შეარჩიეს, სწავლა კი აგვისტოში დაიწყო.

Nasa-ში მუშაობამდე კულინი 6 წლის განმავლობაში კომპანია SpaceX-ის თანამშრომელი იყო, სადაც ინჟინრის პოზიციაზე იყო დასაქმებული და სუპერმძიმე რაკეტა-გადამზიდის Falcon 9-ის შექმნაზე მუშაობდა.

"იმედი მაქვს, ერთხელ შევძლებ, გავფრინდე იმ მოწყობილობით, რომლის კომპონენტები თავად შევიმუშავე. ყოველ შემთხვევაში, მოხარული ვიქნები, კოსმოსში ნებისმიერი საშუალებით გავფრინდე"- განაცხადა კულინიმ 2017 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე.

myquiz