შვედეთში ათასობით ადამიანი სხეულში მიკროჩიპებს ისვამს - საშიშია თუ არა იგი ორგანიზმისთვის? | Allnews.Ge

შვედეთში ათასობით ადამიანი სხეულში მიკროჩიპებს ისვამს - საშიშია თუ არა იგი ორგანიზმისთვის?

შვედეთში ათასობით ადამიანი სხეულში მიკროჩიპებს ისვამს, რაც მათ საშუალებას აძლევს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, საბანკო ბარათების და მატარებლის ბილეთების გარეშეც კი იარონ. ამის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერი" წერს.

2018 წლის მაისის მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში შვედეთში დაახლოებით 3000-მა ადამიანმა ჩაისვა მიკროჩიპი სხეულში. აღნიშნული ტექნოლოგია, რომელიც ერთი მარცვალი ბრინჯის ზომისაა, შვედეთში 2015 წლიდან გამოიყენება.

ერთ-ერთი შვედი, რომელმაც მიკროჩიპი ჩაისვა ულრიკა კელსინგია. ულრიკასთვის მიკროჩიპმა ჩაანაცვლა სავარჯიშო დარბაზის ბარათი და სამსახურში შესასვლელი ბარათი. როდესაც იგი თავის სამუშაო ოფისში მიდის, მას შესასვლელად ბარათის ნაცვლად ხელის გამოყენება უწევს, საკმარისია ხელის აქნევა და კარი იღება.

გასული წლიდან კი სარკინიგზო კომპანიაში იმ მგზავრებს, რომელთაც სხეულში მიკროჩიპი აქვთ ჩასმული, ბილეთების ყიდვა სხეულის გამოყენებით შეუძლია.

როგორც "ბიზნეს ინსაიდერი" წერს, არ არსებობს ტექნიკური მიზეზი იმისა, რომ ჩიპები არ უნდა გამოვიყენოთ, როგორც უკონტაქტო საბანკო ბარათები.

რაც შეეხება ჩიპების სხეულში ჩასმის პროცედურას, ეს იგივეა რაც პირსინგის გაკეთება, როგორც ულრიკა კელსინგი ამბობს, მან ჩიპის ჩასმისას მხოლოდ ფუტკრის კბენის მსგავსი ტკივილი იგრძნო.

მიკროჩიპი ადამიანის სხეულში - მითები და რეალობა

თუმცა, როგორც მიკრობიოლოგი, ბენ ლიბერტონი ამბობს, ჩიპების ჩასმამ შესაძლოა, გამოიწვიოს ინფექციები, ან უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

რაც შეეხება კიდევ ერთ საფრთხეს, რაც ჩიპების ჩასმას უკავშირდება, ეს არის ბიოჰაკერული თავდასხმები, რაც სხეულის ტექნოლოგიების გამოყენებით მოდიფიკაციას გულისხმობს.

დაახლოებით 4 წლის წინ, შვედურმა ბიოჰაკერულმა ჯგუფმა Bionyfiken-მა აშშ-ში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და მექსიკაში დაიწყო "იმპლანტ-წვეულებების" მოწყობა, სადაც მისულ ადამიანებს ხელში ჩიპებს უსამდნენ. ასე მაგალითად, ვისკონსინის შტატში ერთ-ერთი კომპანიის დაახლოებით 50-მა თანამშრომელმა სურვილისამებრ ჩაისვა ჩიპები, რასაც შემდეგ სხვადასხვა პროდუქტის საყიდლად, ან საკუთარი კომპიუტერის ჩართვისთვის იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ შვედეთში ყველაზე პოპულარულია ჩიპების ჩასმა სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ამ 10-მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობას ძირითადად აქვს სურვილი საკუთარ პირადი მონაცემებზე ჰქონდეს წვდომა სხვას. მათი მონაცემები ქვეყნის საზოგადოებრივ-უსაფრთხოების სისტემაში ინახება. სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, შვედეთში მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ სხვისი ხელფასი თუ საგადასახადო სამსახურში დარეკავთ და იკითხავთ.

myquiz