დრონების 8 უჩვეულო დანიშნულება | Allnews.Ge

დრონების 8 უჩვეულო დანიშნულება

დრონმა, უპილოტო საფრენმა აპარატმა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. თავდაპირველად დრონები სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა მოგვიანებით უპილოტო საფრენმა აპარატებმა არაერთი დანიშნულება შეიძინა.

გთავაზობთ დრონების გამოყენების 8 უჩვეულო დანიშნულებას:

საქონლის მიწოდება

დრონების საშუალებით საქონლის მიწოდებაა შესაძლებელი. მსხვილი კომპანიები, მათ შორის Amazon, Google, Walmart და DHL დრონებს საქონლის მიწოდებისთვისაქტიურად იყენებენ. მაგალითად, Amazon-ი ახერხებს დრონის საშუალებით საქონელი დანიშნულების ადგილზე 30 წუთში მიიტანოს. დრონი იდეალურია მცირე ზომის ტვირთების გადასაზიდად. საშუალოდ, დრონს 500 გრამიდან 1 კილოგრამამდე წონის ტვირთის გადატანა შეუძლია.

კანონის აღსრულება

დრონები საზღვრის დაცვისთვისაც გამოიყენება. დრონის საშუალებით საზღვარზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება შეიძლება. დრონების გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის შიგნითაც, მაგალითად, დაცული ტერიტორიებზე უკანონო შეღწევის აღსაკვეთად.

უსაფრთხოების შემოწმება

რიგ შენობებში, მაგალითად ხიდებზე და ცათამბჯენებზე დრონების საშუალებით ისეთი ადგილების შემოწმება ხდება, რომლებიც ძალიან მაღლაა განლაგებული და სადაც ადამიანების ასვლა რისკს წარმოადგენს. დრონის საშუალებით ასეთ ადგილებში დაზიანებების აღმოჩენაა შესაძლებელი.

ტაიფუნის მონიტორინგი

მეტეოროლოგიური პროგნოზებისთვის დრონების გამოყენების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. დრონი ქარიშხლების ზონაში შედის, შემდეგ კი მისი საშუალებით ციკლონების შესწავლა ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანებს საფრთხე არ ემუქრება, დრონს შეუძლია უფრო მეტი ხნის განმავლობაში დარჩეს სახიფათო ზონაში და დააგროვოს მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს ადამიანს შეეძლო.

3D-რუკები

დრონს აქტიურად იყენებენ სამთო-მომპოვებელი კომპანიები, არქეოლოგები, დიდი ფართობის მმართველი ფერმერები და ა.შ.

სტიქიური უბედურებების მართვა

დრონების კიდევ ერთი სასარგებლო დანიშნულება ბუნებრივი სტიქიების მსხვერპლთა დახმარებაა. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, წყალდიდობის დროს დრონებს ადამიანების გადარჩენა შეუძლიათ. დატბორილ ტერიტორიაზე შედის დრონი, რომელიც აკვირდება, საჭიროებს თუ არა ვინმე დახმარებას.

სოფლის მეურნეობა

იაპონიაში აქტიურად იყენებენ დრონებს ნათესების მონიტორინგისთვის, ასევე პესტიციდების გაფრქვევისთვის.

ფოტოგრაფია, ჟურნალისტიკა

და ბოლოს, დრონები განსაკუთრებით პოპულარულია ფოტოგრაფიასა და ვიდეოების გადაღებაში, მათ შორის საქართველოშიც. დრონებს კადრების გადასაღებად იყენებენ მედიასაშუალებებიც.

myquiz