თურქეთში iPhone-ებზე შეკვეთების მიღება შეწყვიტეს - იხილეთ კადრები როგორ ამსხვრევენ მობილურებს მოქალაქეები | Allnews.Ge

თურქეთში iPhone-ებზე შეკვეთების მიღება შეწყვიტეს - იხილეთ კადრები როგორ ამსხვრევენ მობილურებს მოქალაქეები

თურქეთის მსხვილმა რითეილერებმა კომპანია Apple-ის მიერ წარმოებულ მობილურ ტელეფონებზე შეკვეთების მიღება შეწყვიტეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა გამწვავდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hürriyet-ი წერს.

ონლაინ-მაღაზიამ Dogubank, რომელიც არის ელექტროტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია თურქეთში, iPhone-ების მიწოდებაზე მიღებული შეკვეთები უკვე გააუქმა. გაუქმებული შეკვეთების მოცულობა 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

iPhone-ებზე და სხვა სახის ამერიკულ ელექტროპროდუქციაზე შეკვეთების მიღებაზე უარს ამბობენ სხვა სავაჭრო კომპანიებიც.

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ აწარმოებს სავაჭრო ომს თურქეთის წინააღმდეგ, საპასუხო ზომების სახით კი ანკარამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას. მათ შორის, სმარტფონებზე საუბრისას პრეზიდენტმა ალტერნატივად სხვა კომპანიების წარმოების პროდუქტი დაასახელა. კონკრეტულად კი Samsung-ი, ასევე თურქეთში წარმოებული Vestel-ის სმარტფონები.

თურქეთის მოქალაქეების ნაწილმა კი პრეზიდენტის მხარდაჭერის ნიშნად საჯაროდ გაანადგურეს Apple-ის მოწყობილობები.

წყარო: bpn.ge

myquiz