"მაიკროსოფთმა" ჩატბოტს ლექსების წერა ასწავლა | Allnews.Ge

"მაიკროსოფთმა" ჩატბოტს ლექსების წერა ასწავლა

ჩატბოტებს თქვენთან არამხოლოდ დიალოგის წარმოება, არამედ უკვე ლექსების წერაც შეუძლიათ.

"მაიკროსოფთის" ჩატბოტმა Xiaoice-მ ლექსების კრებული გამოაქვეყნა. წიგნში 139 ლექსია შესული.

ჩატბოტის ლექსები ნაწილმა მოიწონა, ნაწილმა კი გააკრიტიკა. როგორც ჩინეთში, ნანკინის მეცნიერებისა და ტექნილოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ჩჟან ჩონგანმა განაცხადა, ჩატბოტის მიერ დაწერილი ლექსები ახალი სიტყვა იქნება ლიტერატურაში, ვინაიდან იგი ადამიანის მიერ დაწერილი ლექსებისგან განსხვავებულია.

"ამას ჩვენ ვუწოდებთ პოეზიის ნახტომს. ამ ნამუშევარს უცხო გემო აქვს, რაც უფრო მეტად ეცნობი მას, მით უფრო საინტერესო ხდება", - აღნიშნა მან.

ამასთან, ამბობენ, რომ პოეზიას ახალი ჟანრი დაემატება და მას ხელოვნური ინტელექტის მწერლობა დაერქმევა.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ მწერლებსა და პოეტებს. ერთ-ერთი ჩინელი პოეტი დინ შაოგუო ამბობს, რომ ჩატბოტების მიერ დაწერილი ლექსები ხელოვნების განადგურებას გამოიწვევს. "კომპიუტერს, რომელმაც არ იცის როგორია ცხოვრება, არ შეუძლია ლექსის დაწერა", - განაცხადა მან.

myquiz