ავსტრალიელმა მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი წარმოადგინეს | Allnews.Ge

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი წარმოადგინეს

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა დღესდღეობით გულისხმობს სიმსივნის განადგურებას ყველა შესაძლო მეთოდით. მაგრამ რატომ არ შეიძლება სიმსივნის უჯრედები სამუდამოდ "დავაძინოთ" ? ამ შემთხვევაში სიმსივნე საფრთხის მატარებელი აღარ იქნება. შეიძლება, უცნაურადაც ჟღერს, მაგრამ ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფმა სწორედ ეს მეთოდი წარმოადგინა. უფრო მეტიც, მკვლევართა განმარტებით, ამ მეთოდს არა მხოლოდ კიბოს დამარცხება, არამედ მთელი რიგი გვერდითი მოვლენებისთვის თავის არიდება შეუძლია.

როგორც ჟურნალ Natur-ის რედაქცია განმარტავს, ნივთიერება, რომელსაც სიმსივნის უჯრედების "დაძინება" შეუძლია, KAT6A და KAT6B ცილებზე ზემოქმედებს. პირველს, როგორც წესი, მწვავე მიელოიდურ ლეიკემიასთან აკავშირებენ, KAT6B კი მთელი რიგი სიმსივნური პროცესების პროვოცირებას იწვევს.

ეს ცილები უჯრედების გამრავლებაში მონაწილეობს და მათ აქვთ რიგი "ჩაშენებული მუხღუჭებისა", რომლებიც არ აძლევს უჯრედებს უსასრულო გამრავლების საშუალებას. თუმცა ზოგიერთი ქრომოსომული მუტაციის პირობებში KAT6A და KAT6B მარეგულირებელ სისტემებს კარგავენ, რის შედეგადაც ისინი ონკოლოგიური პროცესების განვითარების პროვოცირებას ახდენენ. ახალი ნივთიერება სწორედ მსგავსი მარეგულირებლის როლში გამოდის.

ლაბორატორიულმა კვლევებმა, რომელიც სისხლის კიბოს მქონე თაგვებზე ჩატარდა, აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენებამ ცხოველების სიცოცხლე 4-ჯერ გაახანგრძლივა. კვლევის ავტორების თქმით, სიმსივნური უჯრედების ზრდა შეჩერდა.

"ახალი ნივთიერება სიმსივნურ უჯრედებს უჯრედული ციკლის დაწყების უნარს უზღუდავს. ტექნიკურად ამას უჯრედული დაბერება ჰქვია. უჯრედები უბრალოდ სიცოცხლისუნარიანობას წყვეტენ. სხივური და ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, ახალი პრეპარატი შერჩევით, მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს კლავს და არ აყენებს ზიანს ჯანმრთელ უჯრედებს. ჩვენ გავაგრძელებთ კვლევას იმისთის, რომ პრეპარატს დასრულებული სახე მივცეთ და ჩავატაროთ დამატებითი კლინიკური კვლევები"- განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

myquiz