სისტემა, რომელმაც შესაძლოა, შუქნიშანი ჩაანაცვლოს | Allnews.Ge

სისტემა, რომელმაც შესაძლოა, შუქნიშანი ჩაანაცვლოს

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა: მკვლევარებმა მანქანების მოძრაობის რეგულირება ყველასთვის ჩვეული შუქნიშნის ნაცვლად, მანქანებს შორის ავტომატური სიგნალის მეშვეობით შეძლეს. მეცნიერთა  შეფასებით, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა.

კვლევაში მეცნიერებმა მანქანის ბორტ კომპიუტერში ჩაშენებული მონაცემთა გაცვლის სისტემა გამოიყენეს. სისტემა GPS-კოორდინატების, მოძრაობის სიჩქარისა და მიმართულების შესახებ არსებული ინფორმაციის გადაცემას ახორციელებს. კომპიუტერი ყველა მეზობელი მანქანიდან მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და ამის საფუძველზე მძღოლს ატყობინებს უნდა გაიაროს თუ არა მან გზაჯვარედინი, თუ უმჯობესია მოძრაობის სხვა მონაწილეთა გატარება.

ექსპერიმენტი ერთ-ერთ არარეგულირებად გზაჯვარედინზე ჩატარდა. გაირკვა, რომ ახალი სისტემა დროის 20%-ის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა, რაც საცობების მნიშვნელოვნად შემცირების წინაპირობა შეიძლება გახდეს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სისტემის ბოლომდე შემუშავების შემთხვევაში დაზოგილი დროის 30%-მდე გაზრდა იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სისტემა ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის წესების პირობებშიც კი ეფექტური რჩება, რომლის მიხედვითაც მძღოლი ვალდებულია მანქანა გზაჯვარედინთან შეაჩეროს, მაშინაც კი თუ გზაჯვარედინს მის გარდა არავინ გადის.

მოცემული მომენტისთვის სისტემას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: მას არანაირად არ შეუძლია ქვეითების გადაადგილების განსაზღვრა. მკვლევარები ერთ-ერთ გამოსავალს ქვეითების სმარტფონების გამოყენებას და ინფორმაციის ამ გზით მიღებაში ხედავს, თუმცა აქვე ითვალისწინებენ, იმ გარემოებას, რომ შესაძლოა ერთ ფეხით მოსიარულეს მაინც არ ჰქონდეს სმარტფონი, სახლში დარჩეს ან დაუჯდეს. გარდა ამისა სისტემა მხოლოდ იმ გზაჯვარედინებზე მოქმედებს, სადაც გზები ერთმანეთის გადაკვეთისას 90 გრადუსიან კუთხეს ქმნიან. სხვა კონფიგურაციები ჯერჯერობით შემუშავებული არ არის.

myquiz