წვეთები, რომლის წყალობით მხედველობის სათვალე და ლინზები, შესაძლოა, წარსულში დარჩეს | Allnews.Ge

წვეთები, რომლის წყალობით მხედველობის სათვალე და ლინზები, შესაძლოა, წარსულში დარჩეს

ისრაელში მკვლევარებმა თვალის ნანო-წვეთები შექმნეს, რომლის წყალობით სათვალე და კონტაქტური ლინზები შესაძლოა წარსულში დარჩეს. თვალის წვეთები ნანო-ნაწილაკებს შეიცავს, რომელიც ახლო და შორს მხედველობას კურნავს.

წარმოდგიდგენთ თვალის ინოვაციური წვეთების მუშაობის მექანიზმს:

1. თავდაპირველად, პაციენტები სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით აფასებენ თავიანთ მხედველობას.

2. ლაზერს გამოჰყავს შრეები რქოვანაში.

3. საბოლოოდ, პაციენტს თვალში რამდენიმე ნანო-წვეთს ასხამენ.

ნანო-წვეთი მხედველობას რქოვანას ზედაპირზე არსებული უმცირესი უსწორმასწორო ადგილების ამოვსების გზით აკორექტირებს და ამგვარად ცვლის სინათლის ტრაექტორიას, რომელიც მას გაივლის.

მკვლევარებმა შეამოწმეს, თუ რამდენად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძლებს აღნიშნული პრეპარატი და დაკორექტირებული მხედველობის ეფექტი, რადგან ნანო-წვეთებს პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა არ შეუძლია. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ პრეპარატი ადამიანზე ჯერ არ შეუმოწმებიათ. თუმცა, მკვლევარები ამბობენ, რომ ადრეული ექსპერიმენტები დამაიმედებელ შედეგებს იძლევა.

წყარო: World Economic Forum

myquiz