გაიცანით 17 წლის გოგონა, რომელსაც მარსზე გასაფრენად ამზადებენ | Allnews.Ge

გაიცანით 17 წლის გოგონა, რომელსაც მარსზე გასაფრენად ამზადებენ

თინეიჯერი გოგონა ალისა კარსონი, რომელიც ოცნებობს კოსმოსში მოგზაურობაზე, ერთ-ერთი იქნება იმ ჯგუფს შორის, რომელიც "ნასას" მისიის ფარგლებში 2033 წელს მარსზე გაფრინდება. როგორც The Sun-ი წერს, ალისა პირველი ადამიანი იქნება, რომელიც წითელ პლანეტაზე ფეხს დადგამს. 17 წლის გოგონა "ნასასთან" ერთად აქტიურად მუშაობს და ემზადება ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებისთვის.

ალისა ლუიზიანაში ცხოვრობს და იგი ბავშვობიდან კოსმოსში გაფრენის სურვილითაა შეპყრობილი. მას დედამიწის დატოვების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მულტფილმ The Backyardigans-ს უყურა. მულტფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ცხოველები მოგზაურობენ მარსზე.

"ვიფიქრე ეს წითელი პლანეტა საოცარი იქნება", - აღნიშნა ალისამ Teen Vogue-სთან ინტერვიუში.

"დავიწყე ვიდეოების ყურება თუ როგორ ჯდებოდნენ მარსზე. ჩემს ოთახში მარსის გიგანტური რუკაც მქონდა, რომელსაც ხშირად ვაკვირდებოდი. ყოველთვის ვფიქრობდი რომ ერთ დღეს აუცილებლად გავხდებოდი ასტრონავტი, წავიდოდი მარსზე, შემდეგ დავბრუნდებოდი და ვიქნებოდი მასწავლებელი ან პრეზიდენტი", - ამბობს გოგონა.

ამჟამად გოგონა ოთხ ენას სწავლობს იმისათვის, რომ ოცნება აიხდინოს. ამასთან, "ნასასთან" ერთად ემზადება წითელ პლანეტაზე გასაფრენად. მას შემდეგ რაც ის 18 წლის გახდება, ოფიციალურად ჩაერთვება "ნასას" ასტრონავტების გადამზადების პროგრამაში.

ალისა 2008 წელს შეუერთა აშშ-ის კოსმოსურ ბანაკს, რომელსაც უკვე 18-ჯერ დაესწრო. იგი ასევე პირველი ადამიანია, რომელმაც "ნასას" პასპორტის პროგრამა" დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი "ნასას" ვიზიტორთა 14-ივე ცენტრს ეწვია. იგი ასევე ყველაზე ახალგაზრდა იქნება, რომელიც კოსმოსში გაფრენისთვის მოსამზადებელ სპეციალურ აკადემიაში ისწავლის, სადაც მას ასწავლიან კოსმოსში მოგზაურობისთვის საჭირო ყველა დეტალს.

2033 წელს, როდესაც მისიის შესრულება იგეგმება, ალისა 32 წლის იქნება.

რა დრო დასჭირდება დედამიწიდან მარსზე მოხვედრას ზუსტად უცნობია. ვინაიდან დედამიწასა და მარსს შორის მანძილი მუდმივად იცვლება, ყველაზე ახლოს რაც ეს ორი პლანეტა ერთმანეთთან შეიძლება იყოს, არის 33,9 მილიონი მილი.

myquiz