მომდევნო 6 კვირის განმავლობაში მარსის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შესაძლებელი იქნება | Allnews.Ge

მომდევნო 6 კვირის განმავლობაში მარსის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შესაძლებელი იქნება

შემდეგი 6 კვირის განმავლობაში ღამის ცაზე მარსი უფრო მკვეთრად გამოჩდება, ვიდრე უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. პლანეტა დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება. ამ მდგომარეობაში ის უკანასკნელად 2003 წლის ივნისსა და ივლისში დაფიქსირდა. 31 ივლისს მარსი ყველაზე კაშკაშა იქნება და დედამიწიდან მისი დაშორება 57,6 მილიონი კილომეტრი იქნება.

მთელი ივლისის განმავლობაში დედამიწიდან მარსის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი. ამ მომენტში დედამიწა მარსსა და მზეს შორის გაივლის. გასულ თვეს მსგავს მდგომარეობაში იყო იუპიტერი.

როდესაც მარსს შეხედავთ გახსოვდეთ, რომ იქ ახლა მტვრის ქარიშხალი მძვინვარებს. NASA-ს მონაცემებით ქარიშხალმა მთელი პლანეტა მოიცვა და აქამდე არსებულს შორის ყველაზე ინტენსიურია. ამის გამო NASA-ს მარსმავლები ძილის რეჟიმზე არიან, თუმცა ამდროისთვის ცნობილი არ არის შეძლებენ თუ არა ისინი ფუნქციონირებას ქარიშხლის შემდეგ.

რა თქმა უნდა, ღამით დედამიწიდან ყველაფერ ამის დანახავა შეუძლებელია, უბრალოდ გახსოვდეთ რომ ასე ახლოს მარსს კიდევ 15 წელს ვეღარ ვიხილავთ.

წყარო: hi-news.ru

myquiz