6 რჩევა, რაც მობილურების მფლობელებმა ზაფხულში უნდა გაითვალისწინონ | Allnews.Ge

6 რჩევა, რაც მობილურების მფლობელებმა ზაფხულში უნდა გაითვალისწინონ

ზაფხული აქტიურ ფაზაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი თქვენგანი წავა დასასვენებლად, მოშორდება კონდენციონერის სიგრილეს და მზეს მიეფიცხება. ეს კი ასევე იმასაც ნიშნავს, რომ თქვენს მობილურ მოწყობილობებს შეიძლება გადახურების საფრთხე დაემუქროს.

ექსტრემალურ ტემპერატურას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენი მოწყობუილობის შიდა კომპონენტებზე. ტელეფონის გაცხელების შედეგად შესაძლოა, ტელეფონში არსებული მონაცემები დაკარგოთ. განმეორებითი გაცხელების შემთხვევაში კი თქვენი ტელეფონი მუშაობას საგრძნობლად შეანელებს. სიცხის შედეგად დიდი ალბათობაა ელემენტის გაფუჭებისაც, რაც თქვენს პირად უსაფრთხოებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

გთავაზობთ 6 მარტივ ნაბიჯს, რომელიც თქვენი ტელეფონის დასაცავად შეგიძლიათ გადადგათ.

ამოღეთ ტელეფონი ჯიბიდან

განსაკუთრებით ცხელ დღეებში ტელეფონი ჯიბით არ ატაროთ, თუ გსურთ რომ ის გაგრილდეს. გარდა იმისა რომ სიცხეში ტელეფონის ჯიბით ტარება ისედაც არასასიამოვნოა, თქვენი სხეულის ტემპერატურა მოწყობილობას გაგრილებაში ხელს შეუშლის. დატენვის დროს უმჯობესია მოწყობილობა ჩრდილში გვქონდეს. უარესი სცენარის შემთხვევაში ტელეფონის ელემენტი გაჟონვას დაიწყებს ან მოწყობილობას ცეცხლი წაეკიდება, რაც თქვენს პირად უსაფრთხოებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

შეწყვიტეთ ტელეფონის გამოყენება ან ფრენის რეჟიმზე დააყენეთ

მხოლოდ გარეგანი ტემპერატურა არ იწვევს ტელეფონის გადახურებას. თუ თქვენს მოწყობილობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში თამაშობთ ან ძალიან ბევრ ზარს ახორციელებთ, თქვენს ტელეფონს მუშაობა სულ უფრო გაუჭირდება და მეტი სითბოს გენერირებას დაიწყებს, ვიდრე ზოგადად. გარემოს ისედაც ცხელ ტემპერატურასთან კომბინაცია ტელეფონის გადახურებას გამოიწვევს. იმისთვის, რომ თქვენს მოწყობილობას გაგრილებში დაეხმაროთ, ცოტა ხნით მაინც ფრენის რეჟიმზე დააყენეთ და ისეთი პროგრამების გამოყენებას შეეშვით, როგორიც თამაშებია.

არ დატოვოთ ტელეფონი ავტომობილში

განსაკუთრებით ცხელ დღეებში მანქანა სათბურივითაა - ერთ-ერთმა უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ ცხელ დღეებში, დღისით, მზეზე დაპარკინგებულ მანქანაში 1 საათში ტემპერატურამ შეიძლება 20 გრადუსითაც მოიმატოს. Apple-ის რეკომენდაციის თანახმად, სასურველია iPhone არ გამოვიყენოთ თუ ტემპერატურა მაღალია და გვეუბნება, რომ ის არ უნდა დავდოთ ისეთ ადგილას, სადაც ტემპერატურა კიდევ უფრო აღემატება ღნიშნულ გრადუსს.  სმარტფონების სხვა მწარმოებლებიც იმავე რჩევას გვაძლევენ.

ნივთები, რომელიც ძლიერი სიცხის დროს ავტომობილში არ უნდა დატოვოთ

არ დატენოთ თქვენი ტელეფონი თუ მას მზის სხივი ეცემა

სავარაუდოდ გამოცდილი გექნებათ, რომ ტელეფონი დატენვისას ცხელდება. თუ თქვენს ტელეფონს მზეზე დატოვებთ, მაშინ  მზის ტემპერატურა დაემატება ჩვეულებრივ ტემპერატურას, რომელიც ტელეფონის დატვენვისას გვერდითი მოვლენის სახით გამოიყოფა. შედეგად ტელეფონი იმაზე მეტად გახურდება, ვიდრე ეს დასაშვებია.

არ დადოთ თქვენი მოწყობილობა ბალიშის ქვეშ დატენვისას

იმავე მიზეზით, დატენვისას თქვენი ტელეფონი არ უნდა დატოვოთ არანაირი სახის ბალიშის, გადასაფარებლის ქვეშ. ცხელ დღეებში დატენვის დროს გამოყოფილმა სითბომ შესაძლოა, სახიფათო ნიშნულს მიაღწიოს. დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონი დატენვისას ჩრდილშია და სასურველია, ის მყარ, გრილ ზედაპირზე იდოს.

არ შედოთ თქვენი ტელეფონი მაცივარში, თუ გარეთ ძალიან ცხელა

ტემპერატურის სწრაფი და რადიკალური ცვლა ასევე ცუდია თქვენი ტელეფონისთვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი კონდენსაციაა: სავარაუდოა, რომ ასეთ შემთხვევაში ტელეფონში წყალი ჩავიდეს და პრობლემები გამოიწვიოს - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტელეფონს სადღაც მაცივრის მაგვარში შედებთ, როდესაც გარეთ ძალიან ცხელა. საუკეთესო გამოსავალი სიცხის დროს ტელეფონის გამორთვა და მისი გრილ ადგილას დატოვებაა.

myquiz