10 ყველაზე დამაბნეველი კითხვა, რაც Apple-ში დასაქმების მსურველებისთვის გასაუბრებაზე დაუსვამთ | Allnews.Ge

10 ყველაზე დამაბნეველი კითხვა, რაც Apple-ში დასაქმების მსურველებისთვის გასაუბრებაზე დაუსვამთ

Apple-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კომპანიად მიიჩნევა, სადაც მუშაობის დაწყება ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის ოცნებაა. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ამ კომპანიაში მოხვედრა არც ისე მარტვია. აქ გასაუბრების რთული ეტაპის გავლაა საჭირო, რა დროსაც ტექნიკურ კითხვებთან ერთად, შესაძლოა, ისეთი კითხვებიც დაგისვან, რამაც შესაძლოა, დაგაბნიოთ.

Business Insider-ზე დაყრდნობით გთავაზობთ ყველაზე რთულ და დამაბნეველ კითხვებს, რაც ამ კომპანიაში გასაუბრებაზე მისული ადამიანებისთვის დაუსვამთ.

1. რამდენს იწონის Empire State Building? - ეს კითხვა გადაწყვეტილებების მიღების კონსულტანტობის კანდიდატს დაუსვეს.

2. რომელი სუპერგმირი იქნებოდი და რატომ? - ეს გაყიდვების კონსულტანტობის კანდიდატს ჰკითხეს.

3. როგორ მუშაობს თვითმფრინავის ფრთა? - ეს სისტემური ინჟინრის პოზიციაზე დასაქმების მსურველს ჰკითხეს.

4. აუხსენი 8 წლის ბავშვს, რა არის მოდემი და რა არის მისი ფუნქციები? - ეს დავალება კლიენტთა მრჩევლობის კანდიდატს მისცეს, რომელსაც სახლიდან უნდა ემუშავა.

5. რამდენი ბავშვი იბადება ყოველდღე? - ეს მსოფლიო დისტრიბუციის მენეჯერობის კანდიდატს ჰკითხეს.

6. ხართ თუ არა ჭკვიანი? - ეს კითხვა ინჟინრის პოზიციაზე მისულ კანდიდატს დაუსვეს.

7. რა მოგენატრებათ ამჟამინდელი სამსახურიდან, თუ Apple-ში გადმოხვედით სამუშაოდ? - ეს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრობის კანდიდატს ჰკითხეს.

8. გაიხსენეთ მომენტი, როდესაც მეგობარს აწყენინეთ, როგორ გამოასწორეთ შეცდომა მოგვიანებით? - ეს კითხვა ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტობის კანდიდატს დაუსვეს.

9. რომელია თქვენი საყვარელი ნაყინი? - ეს ადმინისტრატორის პოზიციაზე დაბარებულ კანდიდატს ჰკითხეს.

10. რეკავს კლიენტი და გეუბნებათ, რომ ძალიან ძველი კომპიუტერი აქვს, რას მოიმოქმედებთ? - ეს კი კლიენტთა კონსულტანტობის კანდიდატს ჰკითხეს.

myquiz