ველოსიპედი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს | Allnews.Ge

ველოსიპედი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს

უკანასკნელ პერიოდში კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის თითქმის ყველაფერი გამოიყენება, რაც ხელში მოგვხვდება. თეორიულად, მაინინგისთვის ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებაა შესაძლებელი. თუმცა ბრიტანულმა კომპანია 50cycles-მა გადაწყვიტა, უფრო შორს წასულიყო და კრიპტოვალუტა ფიზიკური ძალის, უფრო კონკრეტულად, სპეციალური ელექტროველოსიპედით დაფარული მანძილის გამოყენებით შეექმნა.

თავად კომპანია 50cycle სულაც არ არის სტარტაპი, რომელიც მოდური ტენდენციის საშუალებით ფულის გამომუშავებას ცდილობს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ის 2003 წლიდან არსებობს და ელექტროველოდიპედების შექმნითაა დაკავებული.

კომპანიის დირექტორის, სკოტ სნეიტის განმარტებით, კომპანია ყოველთვის ისწრაფოდა, რომ დროისთვის გაესწრო და ამისთვის მოწინავე ტექნოლოგია გამოეყენებინა. "15 წლის წინ ელექტროველოსიპედებისთვის დიდი პერსპექტივა დავინახეთ და ახლა როგორც ვხედავთ, დიდი პერსპექტივა აქვს ბიტკოინებსა და ზოგადად კრიპტოვალუტას. ჩვენ გვსურს, დავხვეწოთ ჩვენი ელექტროველოსიპედები და ჩვენს მომხმარებლებს მათი საშუალებით ფულის გამომუშავების შესაძლებლობა მივცეთ",- განმარტა კომპანიის დირექტორმა.

მაინინგისთვის განკუთვნილი ველოსიპედი Toba-ს სახელით იქნება ცნობილი. სისტემა გამაოგნებლად მარტივად მუშაობს - გარკვეული მანძილის დაძლევის შემდეგ ველოსიპედი განსაზღვრული რაოდენობის კრიპტოვალუტის გენერირებას ახდენს. რაც უფრო აქტიურად იყენებთ ამ ველოსიპედს, მით მეტ კრიპტოვალუტას გამოიმუშავებთ. აქვე უნდა ითქვას, რომ მას ნებისმიერი სახის კრიპტოვალუტის დაგროვება არ შეეძლება.

მომხმარებელი კომპანიის კრიპტოვალუტას LoyalCoin-ს დააგროვებს. 1600 კილომეტრის მანძილის დაფარვისთვის მომხმარებელი 26 აშშ დოლარის ღირებულების ელექტრონული ვალუტის გამომუშავებას შეძლებს. თავად ველოსიპედის ღირებულება კი 2250 დოლარია.

myquiz