"ტესლა" თანამშრომლების 9%-ს სამსახურიდან ათავისუფლებს | Allnews.Ge

"ტესლა" თანამშრომლების 9%-ს სამსახურიდან ათავისუფლებს

ტესლა" თანამშრომლების 9%-ს სამსახურიდან ათავისუფლებს.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "ტესლა" მნიშვნელოვნად გაიზარდა და განვითარდა, რამაც გარკვეული სამუშაო როლებისა და ფუნქციების გაორმაგება გამოიწვია, მაშინ, როდესაც წარსულში მსგავსი ქმედება მჰნიშვნელოვანი იყო, ახლა ამის გამართლება ძნელია"- მისწერა "ტესლას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა თანამშრომლებს.

"ჩვენ ვიღებთ ამ რთულ გადაწყვეტილებას დღეს, რათა ამის გაკეთება მომავალში აღარასდროს მოგვიხდეს",- აღნიშნა მასკმა.

"ტესლას" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ ფიქსირებული ხელფასის მქონე თანამშრომლებს შეეხებათ. მისივე განმარტებით, კომპანიაში მიმდინარე პროცესები გავლენას არ იქონიებს Model 3-ის წარმოებაზე. Model 3-ის წარმოება დროებით გასული წლის შემოდგომაზე შეწყდა, რის გამოც აქციონერებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიამ აღნიშნული მოდელის წარმოება განაახლა.

მასკის განმარტებით, თანამშრომლების შემცირება რესტრუქტურიზაციის ნაწილია და აქვე აღნიშნა, რომ თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლებამ წესით ხარჯები უნდა შეამციროს და კომპანია მომგებიანი გახადოს.

"ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ ჩვენს მიზანს იქამდე, სანამ საბოლოოდ დემონსტრირებას არ მოვახდენთ, რომ ჩვენი კომპანია სტაბილურად მომგებიანია",- განმარტა მასკმა.

რეორგანიზაციის ფარგლებში "ტესლა" Home Depot-თან თავისი მზის პანელების გაყიდვაზე არსებულ შეთანხმებას წყვეტს. "ტესლას" თანამშრომლებს, რომლებიც Home Depot-თვის მუშაობდნენ, შესაძლებლობა ექნებათ, სამუშაოდ "ტესლას" მაღაზიებში გადაინაცვლონ. Home Depot-მა "ტესლას" მზის ენერგიის სერვისებით ვაჭრობა თებერვალში დაიწყო.

"დამშვიდობება ძალიან რთულია, თუმცა თანამშრომლები, რომლებიც შემცირებაში მოჰყვებიან, კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას მიიღებენ იმ დროის პროპორციულად, რაც მათ კომპანიაში გაატარეს",- აღნიშნა მასკმა.

myquiz