ნასამ მარსზე ახალი აღმოჩენა გააკეთა - შესაძლოა, წითელ პლანეტაზე ადრე სიცოცხლე იყო | Allnews.Ge

ნასამ მარსზე ახალი აღმოჩენა გააკეთა - შესაძლოა, წითელ პლანეტაზე ადრე სიცოცხლე იყო

ნასამ მარსზე ახალი აღმოჩენა გააკეთა, რომელიც იძლევა საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ წითელ პლანეტაზე ადრე სიცოცხლე იყო. უცხოური მედიის ცნობით, ნასას "კურიოზიტიმ" მარსზე ორგანული ნივთიერება აღმოაჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენამ ბოლომდე ვერ მოჰფინა ნათელი იმას, იყო თუ არა ოდესმე მარსზე უცხოპლანეტური ცხოვრება ან ჯერ კიდევ შეიძლება იყოს თუ არა. თუმცა ეს აღმოჩენა შეიძლება ჩაითვალოს მარსზე უძველესი ცხოვრების შედეგად.

"იმის შანსი, რომ მომავალი ექსპედიციებისას მარსზე უძველესი ცხოვრების ნიშნების აღმოჩენის შესაძლებლობა მოგვეცეს, თუ, რა თქმა უნდა, წითელ პლანეტაზე ოდესმე იყო სიცოცხლე, ამ აღმოჩენით გაიზარდა"- აღნიშნა მეცნიერმა აშვინ ვასავადამ.

მარსი წყალს იქ მალავს, სადაც მისი არსებობა შეუძლებელია

ექსპერტები ამბობენ, რომ მარსზე გაკეთებულმა ამ აღმოჩენამ უნდა წაგვახალისოს, რათა წითელ პლანეტაზე უცხოპლანეტური ცხოვრების უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები ვეძიოთ.

"ამ ახალი აღმოჩენით მარსმა გვითხრა, რომ დავრჩეთ ამ კურსზე და გავაგრძელოთ აქ ერთ დროს არსებული ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულებების ძიება".- აღნიშნა ნასას სამეცნიერო მისიის დირექტორატის ასოცირებულმა ადმინისტრატორმა ტომას ზურბუჩენმა, - "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიმდინარე და დაგეგმილი მისიები კიდევ უფრო სუნთქვის შემკვრელი აღმოჩენების საფუძველი იქნება წითელ პლანეტაზე".

მომზადებულია independent-ის მიხედვით

myquiz