საქართველოში ყველაზე გავრცელებული მობილური ტელეფონი "სამსუნგია", მეორე ადგილს კი Nokia იკავებს
საქართველოში ყველაზე გავრცელებული მობილური აპარატი "სამსუნგია", რომელთა რაოდენობაც 1 594 795-ია.
ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ჩამონათვალში მე-2 ადგილს იკავებს Microsoft/Nokia - 976,250-ით; მე-3 პოზიციაზე კი - 973,098 -ით სხვა მობილური ტელეფონები მოხვდა.
რაც შეეხება "ეფლის", მისი რაოდენობა კომისიის ცნობით, 580,149 -ია და ჩამონათვალში მეოთხეა; მე-5 ადგილს კი „ჰუავეი“ იკავებს 452,377 აპარატით.