კალიფორნიაში ლოკოკინას მეორე ლოკოკინის მეხსიერება გადაუნერგეს | Allnews.Ge

კალიფორნიაში ლოკოკინას მეორე ლოკოკინის მეხსიერება გადაუნერგეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგებმა ერთი ლოკოკინას მეხსიერება მეორე ლოკოკინას გადაუნერგეს.

წარმატებული ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა ლოკოკინები სუსტი ელექტროძაბვის ქვეშ მოათავსეს. სხვადასხვა ხანგრძლივობის ორი სესიის დროს, რომელთა შორის 24 საათი გავიდა, ბიოლოგები რამდენიმეჯერ შეეხნენ ლოკოკინებს ელექტროდებით 20-25-წუთიანი ინტერვალებით.

შედეგად ლოკოკინებს დამცავი რეფლექსი გაუჩნდათ - ელექტროობასთან ყოველი კონტაქტისას ლოკოკინების კუნთები იკუმშებოდა. ამის შემდეგ მეცნიერებმა სხვა ლოკოკინებს, რომლებიც არანაირი ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილან, სპეციფიური რიბონუკლეინი მჟავების ინექცია გაუკეთეს.

ამ ინექციის შედეგად ლოკოკინების ნერვულ სისტემაში იგივე რეფლექსი გაჩნდა. მეცნიერების აზრით, თერაპიის ასეთი მეთოდის გამოყენება ადამიანებზეც არის შესაძლებელი - ალცჰეიმერით დაავადებულ პაციენტებს რიბონუკლეინური მჟავების ინიექციამ, შესაძლოა, ნაწილობრივ მეხსიერება დაუბრუნოს.

წყარო: CNN

myquiz