რა მოხდებოდა დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილოიყო? | Allnews.Ge

რა მოხდებოდა დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილოიყო?

მართალია, დღეს თითქმის აღარავის სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია და არანაირი კოსმოსი სინამდვილეში არ არსებობს, ეს იდეა მაინც საინტერესო კითხვას აჩენს - "რა მოხდებოდა დედამიწაზე, ის ბრტყელი რომ ყოფილიყო?".

საინტერესოა, ამ შემთხვევაში რა პროცესები განვითარდებდა ჩვენს პლანეტაზე და როგორ შეიცვლებოდა ჩვენთვის ჩვეული გარემო და ყოველდღიურობა. კარგი ის არის, რომ ეს კითხვა მეცნიერებსაც არაერთხელ დაუსვამთ და არც თუ ცუდად გაერკვნენ ამ საკითხში. მათი მოსაზრებით:

გრავიტაცია გამუდმებით ჩრდილოეთისკენ მიგვიზიდავდა

თუ ფიქრობთ, რომ გრავიტაცია ქვემოთ გექაჩებათ, ძალიან ცდებით, რადგან გრავიტაცია ყველაფერს დედამიწის ცენტრისკენ მიიზიდავს. ეს ძალიან მოსახერხებელია იმ პირობებში, როდესაც მრგვალი ფორმის პლანეტაზე ვცხოვრობთ. დედამიწა ბრტყელი რომ იყოს, ამ შემთხვევაში გრავიტაციაც განსხავავებულად იმუშავებდა.

იმის გამო, რომ დედამიწა წვრილი და გრძელი იქნებოდა, გრავიტაციის ცენტრი სადღაც ჩრდილოეთ პოლუსზე იქნებოდა განთავსებული და ჩვენც ჩრდილოეთით მივიზიდებოდით. საინტერესო ის არის, რომ ეს ძალა იმდენად ძლიერი იქნებოდა, რომ მას წინააღმდეგობას ვერაფერი გაუწევდა, მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდოდა, მცენარეები კი დიაგონალურად გაიზრდებოდა.

დედამიწას მზე დაწვავდა

მოდით წარმოვიდგინოთ, რომ გრავიტაციასთან დაკავშირებული პრობლემა რაღაც სასწაულით მოგვარდა, მაგრამ დედამიწა რომ ბრტყელი იყოს, წარმოიშვებოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. დედამიწა დაკარგავდა მაგნიტურ ველს, რომელიც ჩვენ და ჩვენს პლანეტას კოსმოსური გამოსხივებისა და მზის რადიაციისგან იცავს. მაგნიტური ველი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ დედამიწა ბრუნავს.

თუ დედამიწა ნებისმიერი მიზეზით ბრუნვას შეწყვეტს, ეს ველიც გაქრება. მაგნიტური ველის გაქრობის შემდეგ კი ჩვენი გაქრობაც არ იქნებოდა შორეული მომავლის საკითხი. ჯერ ერთი, რადიაცია და გამოსხივება მთელი მოცულობით მოაღწევდა დედამიწის ზედაპირამდე, ამის შედეგად გაქრებოდა ოზონის შრე და რაც ყველაზე მთავარია ატმოსფეროც. მაგნიტური ველისა და ატმოსფეროს გაქრობის შემდეგ, ჩვენ ასტეროიდების წინაშე დაუცველები ვიქნებოდით და ამ ციური სხეულების მუდმივი დაბომბვის სამიზნეები გავხდებოდით, იქამდე სანამ დედამიწის ზედაპირიც მთვარის ზედაპირს არ დაემსგავსებოდა.

ნებისმიერი სახის ნავიგაცია შეწყვეტდა მუშაობას

ზემოთაღწერილის შემდეგ, დედამიწაზე ცხოვრების რამდენიმე დღე დაგვრჩებოდა, თუმცა ამ დღეებსაც დიდი დისკომფორტით გავატარებდით. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი პლანეტა ბრტყელი რომ ყოფილიყო, არაფერი იქიდან რაც აქამდე შევქმენით არ იმუშავებდა.

დედამიწის ბირთვის მანტიისა და ჩრდილოეთ პოლუსის გარეშე, კომპასი სრულად გამოუსადეგარი ნივთი გახდებოდა. პრობლემები არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც შეექმნებოდათ. მაგალითად, ჩიტებს, რომლებიც მაგნიტურ ველს ნავიგაციისთვის იყენებენ, აღარ ეცოდინებოდათ, რომელი მიართულებით ეფრინათ.

ნავიგაცია შეუძლებელი გახდებოდა ვარსკვლავების დახმარებითაც, რადგან ბრტყელი დედამიწის პირობებში ისინი ჩვენთვის ერთ ადგილზე იდგებოდნენ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა კი ერთნაირი იქნებოდა როგორც ჩრდილოეთ, ისე სამრეთ ნახევარსფეროში. თუმცა ყველაზე საინტერესოი მაინც GPS-სისტემები იქნებოდა, რომლებიც უბრალოდ წყობიდან გამოვიდოდა და ციდან ხელოვნური თანამგზავრები დაიწყებდნენ ცვენას, რომელთა რაოდენობა მოცემული მომენტისთვის დაახლოებით 1300-ს შეადგენს.

დედამიწა ბრტყელი, რომ ყოფილიყო ძალიან შორს დანახვა შეგვეძლებოდა

შეიძლება ვერ წარმოიდგინოთ, მაგრამ ბრტყელ პლანეტაზე ცხოვრებას შეიძლება, თავისი პლუსებიც ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა და სრულიად გამოუყენებელი იმის გათვალისწინებით, რომ ბრტყელი დედამიწის პირობებში ყველა ცოცხალი ორგანიზმი განადგურდებოდა, მათი აღნიშვნა მაინც საინტერესოა.

ერთ-ერთი მსგავსი პლუსი ის იქნებოდა, რომ ძალიან შორ მანძილზე დანახვას შევძლებდით. ჩვენი თვალები უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და დედამიწა ბრტყელი, რომ ყოფილიყო ფანჯრიდან გახედვისას იმის დანავასაც კი შევძლებდით ქვეყნის მეორე მხარეს რა ხდება. ბურთის მსგავს პლანეტაზე ცხოვრებისას მსგავსი შესალებლობა არ გვაქვს, რადგან, დაახლოებით, 5 კილომეტრის მანძილზე დედამიწის ჰორიზონტი იდრიკება. ბრტყელ დედამიწაზე ცხოვრების პირობებში კი გარეთ გახედვა თვითმფრინავის ილუმინატორდან გახედვის მსგავსი იქნებოდა.

ტექტონიკური ფილების მოძრაობა შეწყდებოდა

მეცნიერების მტკიცებით, ტექტონიკური ფილები ბურთის მსგავსი დედამიწის მოდელისთვის არის შექმნილი. თუ აღნიშნული ფილა დედამიწის ერთ ნაწილში მოძრაობს , ის დედამიწის მეორე ნაწილში არსებულ ფილაზე ზემოქმედებს.

დედამიწა ბრტყელი, რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს წესი მუშაობას შეწყვეტდა. თუ ვივარაუდებთ, რომ ტექტონიური ფილები მოძრაობას შეწყვეტდნენ, გასაგები ხდება, რომ დედამიწაზე რელიეფური მრავალფეროვენება აღარ იქნებოდა

წელიწადის დროები აღარ იარსებებდა

ბრტყელი დედამიწის პირობებში, წელიწადის დროები აღარ შეიცვლებოდა. თუ ზამთარი თქვენი საყვარელი სეზონი არ არის, ეს შეიძლება, თქვენთვის სასიამოვნო ამბავი იყოს. საქმე ის არის, რომ წელიწადის დროების ცვლას დედამიწის ღერძის დახრილობა და მისი ბრუნვა იწვევს, სწორედ ამიტომ, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი დგება და პირიქით.

დედამიწა ბრტყელი რომ იყოს, პლანეტაზე მუდამ ერთი სეზონი იქნებოდა და ადვილი მისახვედრია, რომ ეს სეზონი ზაფხული იქნებოდა.

არ მოვიდოდა წვიმა

დედამიწა ბრტყელი, რომ ყოფილიყო, ქარი მხოლოდ ორი მიმართულებით დაუბერავდა, სამხრეთით და ჩრდილოეთით. ეს, თავის მხრივ, გლობალურ კლიმატურ კატასტროფას გამოიწვევდა.

დედამიწა მზეზე დაეცემოდა

რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ განსახორციელებლად ისედაც წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან დედამიწას ბრტყელი ფორმა რომ ჰქონოდა მზეზე დავეცემოდით. საქმე კი ისევ ის არის, რომ დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ვეღარ იბრუნებდა და გრავიტაცია არ იარსებებდა, რაც დედამიწას მზის ირგვლივ ბრუნვის შესაძლებლობას აძლევს. ბრტყელი დედამიწის კლასიკური მოდელის თანახმად, ჩვენი პლანეტა უძრავი იქნებოდა. ის არსად არ წავიდოდა და მუდამ მზის ქვეშ იქნებოდა მოქცეული.

თუ ამავდროულად ვივარაუდებთ, რომ მზე თავის გრავიტაციას ინარჩუნებს, ის დედამიწას პერმანენტულად მიიზიდავდა, იქამდე, სანამ ჩვენი პლანეტა მნათობს არ დაეცემოდა.

myquiz