BMW ახალ ელექტრომობილს უშვებს - რამდენ კილომეტრს დაფარავს იგი ერთ დამუხტვაზე? | Allnews.Ge

BMW ახალ ელექტრომობილს უშვებს - რამდენ კილომეტრს დაფარავს იგი ერთ დამუხტვაზე?

BMW-მ ჩინეთში გამართულ ავტოჩვენებაზე მსოფლიოს ახალი, ელექტრომობილი წარმოადგინა. ახალი ელექტრომობილის სახელია iX3 და როგორც უცხოური მედია წერს, მას გერმანელი მწარმოებლებისგან შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ელემენტი აქვს.

მისი 200-კილოვატიანი ელექტროძრავი ავტომობილს 400 კილომეტრის დაფარვაში დაეხმარება.

iX3 ბევრი კარგი თვისებით გამოირჩევა. როგორც Artstechnica იუწყება, ავტომობილი ვიზუალურად BMW-ს სხვა SUV-ების სერიის მსგავსია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩინეთისთვის აღნიშნული ელექტრომობილები მისაღები იქნება, ხოლო ევროპაში უფრო ჰიბრიდული მოდელები გახდება პოპულარული.

ახალ ელექტრომობილს ჩვეულებრივი ავტომობილებისგან შედარებით წვრილი საბურავები და ახალი თაობის მასალისგან დამზადებული კონსტრუქცია აქვს. iX3 კომპანიის მე-5 თაობის ელექტრომობილია, რომელიც წინა ელექტროძრავის სისტემებზე ბევრად გაუმჯობესებულია.

Financial Express-ის ინფორმაციით, BMW აღნიშნულ ავტომობილს მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაში 2020 წელს ჩაუშვებს.

myquiz