ჩინეთი მუშების ჩაფხუტებზე უსადენო სენსორებს ათავსებს | Allnews.Ge

ჩინეთი მუშების ჩაფხუტებზე უსადენო სენსორებს ათავსებს

ჩინეთი მუშების ჩაფხუტებზე უსადენო სენსორებს ათავსებს. კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ამ გზით თანამშრომლების ემოციურ მდგომარეობას ზომავენ, რაც დამსაქმებლებს ისეთი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ეხმარება, რომლებიც თანამშრომლების შრომისუნარინობისა და პროდუქტიულობის ამაღლებას ემსახურება. თუმცა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის განმარტებით, აღნიშნული ტექნოლოგია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ექსპერტების თქმით, ჩაფხუტებზე დამონტაჟებული უსადენო სენსორები ადამიანის ბრაზის, მოწყენილობისა და შფოთვის გამოსავლენად ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს იყენებს. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოპოვებული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად, დამსაქმებელს ისეთი ცვლილებების განხორციელება შეუძლია, რაც თანამშრომელს თავს უკეთ აგრძნობინებს და მის სამუშაო დღეს განსხვავებულს, უფრო პოზიტიურს გახდის. ცვლილებები შესაძლოა, ისეთი ელემენტარული და საბაზისო იყო, როგორც შესვენების დროის ცვლილება, თანამშრომლებს შორის სამუშაო პროექტების გაცვლა და განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ერთი დღით დათხოვნა.

მსგავსი სენსორებით აღჭურვილ ქუდებს ჩქაროსნული მატარებლების მემანქანეებიც ატარებდნენ, რომელიც სიგნალიზაციას რთავდა იმ შემთხვევაში თუ გადაღლილ მემანქანეს ჩაეძინებოდა.

myquiz